მოგესალმებათ binebi.ge-ს ადმინისტრაცია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაგიმარტივოთ ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობა გთავაზობთ დეტალურ დახმარებას, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ვებ გვერდის ყველა ფუნქციით სრულყოფილად სარგებლობას.

ვებგვერდზე განთავსებული განცხადებების ძებნა შეგიძლიათ მთავარი გვერდიდან საძიებო ბლოკის დახმარებით. ტაბების საშუალებით შეგიძლიათ ამოირჩიოთ თუ რომელი ტიპის უძრავ ქონებას ეძებთ (ბინები, კერძო სახლები, კომერციული, აგარაკი, მიწის ნაკვეთები). ამის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ გარიგების ტიპი (იყიდება, შევიძენ, ქირავდება, ვიქირაფებ, გირავდება, ვიგირავებ), მდებარეობა და პარამეტრები რის შემდეგაც დააჭერთ ძებნის ღილაკს. ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ განცხადება მის სათაურში ან აღწერაში გამოყენებული ტექსტის ფრაგმენტის, განცხადების ID ნომრის ან მფლობელის ტელეფონის ნომრის საშუალებით. ამისათვის შეიყვანეთ ტექსტი(ნომერი) ველში ძებნის ველში და დააჭირეთ ძებნის ღილაკს. გამოსული რეზულტატები დამატებით შეგიძლიათ გაფილტროთ მარცხენა მხარეს განთავსებული ფილტრის დახმარებით.

ვებ გვერდის დანარჩენი ფუნქციების გამოყენებისთვის აუცილებელია გაიაროთ საიტზე რეგისტრაცია. ამისათვის საჭიროა მთავარ გვერდზე დააჭიროთ ღილაკ რეგისტრაციას და ახალ გვერდზე შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი. მომხმარებელი (username) - ველში უნდა ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სახელი, რომელსაც შემდეგ გამოიყენებთ საიტზე ავტორიზაციის დროს. პაროლი- ველში ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტექსტი. გაიმეორეთ პაროლი-ველში შეიყვანეთ ზუსტად იგივე ტექსტი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ ელექტრონული ფოსტა ან Skype-ის ანგარიში შესაბამისი ველი შეგიძლიათ დატოვოთ ცარიელი. რეგისტრაციის დროს ტელეფონის ველი არასავალდებულოა. მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ყველა სავალდებულო ველს, დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს. თქვენი რეგისტრაცია დასრულებულია. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაინახავთ ტექსტს "მომხარებელი უკვე არსებობს" - ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ შეყვანილი მომხმარებლის სახელი (username) უკვე არჩეულია. შეეცადეთ მოიფიქროთ რაიმე სხვა სახელი ან დაამატოთ თქვენს არჩეულ სახელს რაიმე ციფრები.
რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია, ანუ შემოხვიდეთ ვებ გვერდზე თქვენს მიერ შექმნილი სახელით, ამისათვის დაბრუნდოით მთავარ გვერდზე(მთავარ გვერდზე დაბრუნებისთვის დააჭირეთ binebi.ge-ს ლოგოს, რომელიც გათავსებულია საიტის ზედა მარცხენა კუთხეში), შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი შესაბამის ველებში და დააჭირეთ შესვლის ღილაკს. ავტორიზაციის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი განცხადება.

მას შემდეგ რაც გაივლით ავტორიზაციას, თქვენ შეგიძლიათ განცხადების დამატება. ამისათვის დააჭირეთ ღილაკ ჩემ გვერდს, თქვენ გადახვალთ თქვენს პირად გვერდზე საიდანაც შეგიძილიათ მართოთ თქვენი ყველა განცხადება, განცხადების დამატებისთვის დააჭირეთ ღილაკ განცხადების დამატებას და აირჩიეთ კატეგორია რომელსაც თქვენი განცხადება ეკუთვნის. ამის შემდეგ თქვენ გადახვალთ განცხადების დამატების გვერდზე. თქვენ აუცილებლად უნდა შეავსოთ განცხადების დამატების ფორმაში მითითებული ყველა ველი, რომელიც აღნიშნულია (*) ნიშნით. გაითველისწინეთ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიუთითებთ თქვვენს განცხადებაში მით უფრო გაუადვილდება მისი მოძებნა ცხვა მომხმარებელს და მით უფრო გაიზრდება თქვენი უძრავი ქონების რეალიზაციის შანსი. მოკლე აღწერაში შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თქვენი განცხადების შესახებ. სურათების დამატებისთვის დააჭირეთ ღილაკ Choose File და მიუთითეთ სურათი თქვენი კომპიუტერიდან. თქვენი უძრავი ქონების მდებარეობის რუქაზე დამატებისთვის მოძებნეთ რუქაზე ადგილი და დაკლიკეთ მაუსი შესაბამის ადგილზე. მას შემდეგ რაც ყველა სასურველ ველს შეავსებთ დააჭირეთ დამატების ღილაკს.

• საიტის პირველ გვერდზე მუდმივად ჩანს SUPER VIP ბლოკი მოძრავი ანიმაციით.
• განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს SUPER VIP განცხადება, შემდეგ VIP განცხადებები, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.
განცხადების SUPER VIP კატეგორიაში დასამატებლად საჭიროა შეავსოთ თქვენი ანგარიში პლასტიკური ბარათის, emoney-ს, TBCPAY-ს და PayBox-ის სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.
იმისათვის რომ დაამატოთ SUPER VIP განცხადება, თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენ გვერდში და მიუთითოთ ციფრი, რამდენი დღითაც გსურთ განცხადების SUPER VIP კატეგორიაში დამატება.
SUPER VIP განცხადების 24 საათით დამატების ღირებულებაა 4 ლარი.

• საიტის პირველ გვერდზე მუდმივად ჩანს VIP+ ბლოკი მოძრავი ანიმაციით.
• განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს SUPER VIP განცხადება, შემდეგ VIP+ განცხადებები, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.
განცხადების VIP+ კატეგორიაში დასამატებლად საჭიროა შეავსოთ თქვენი ანგარიში პლასტიკური ბარათის, emoney-ს, TBCPAY-ს და PayBox-ის სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.
იმისათვის რომ დაამატოთ VIP+ განცხადება, თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენ გვერდში და მიუთითოთ ციფრი, რამდენი დღითაც გსურთ განცხადების VIP+ კატეგორიაში დამატება.
VIP+ განცხადების 24 საათით დამატების ღირებულებაა 2 ლარი.

• საიტის პირველ გვერდზე მორიგეობით ჩნდება 10 შემთხვევითი VIP განცხადება.
• განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს VIP განცხადება, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.
განცხადების VIP კატეგორიაში დასამატებლად საჭიროა შეავსოთ თქვენი ანგარიში.
შეხვიდეთ თქვენ გვერდში და მიუთითოთ ციფრი, რამდენი დღითაც გსურთ განცხადების VIP კატეგორიაში დამატება. VIP განცხადების 24 საათით დამატების ღირებულებაა 1 ლარი.

ხშირია შემთხვევა როდესაც განცხადების შევსების დროს შეიძება დავუშვათ რაიმე შეცდომა, ან მოგვინდეს განცხადების ტექსტში რამის დამატება. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენ გვერდში, და თქვენთვის სასურველი განცხადების ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭიროთ რედაქტირების ღილაკს. თქვენ გადახვალთ განცხადების რედაქტირების გვერდზე, რომელზეც მოცემულია განცხადების ყველა პუნქტი. შეცვლით თქვენთვის სასურველ მონაცემებს და დააჭერთ შენახვის ღილაკს.

ანგარიშის შევსება შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით: 1. VISA პლასტიკური ბარათის საშუალებით ანგარიშის შევსება ხდება VISA პლასტიკური ბარათის საშუალებით, თქვენს მიერ გადმორიცხული თანხა ჩაირიცხება თვენს ანგარიშზე. მისი დახარჯვა შეგეძლებათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი განცხადების გადასაყნავათ VIP განყოფილებაში.
თითოეული გადმორიცხული 1 ლარით ერთ განცხადებას გადაიყვანთ VIP განყოფილებაში 24 საათიანი ვადით.