„სიჯანსაღე ინტერნეტისა და ვებსმყაროსი სწორედ ისაა, რისთვისაც ვარსებობთ“.
მიტჩელ ბეიკერი, გამგეობის აღმასრულებელი თავმჯდომარე, Mozilla Foundation
Mozilla ქმნის პირადულობის უზრუნველმყოფ პროდუქტებს
-
პირადი და უსაფრთხო თვალიერება
-
ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი სტატიები
-
ელფოსტისა და ნომრის მოხერხებული შენიღბვა
-
VPN, რომელსაც ენდობით
-
ცნობები მონაცემთა მიტაცებისთვის
„Mozilla-ს განზრახული აქვს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ საქმის კეთება შეიძლება ნდობის მქონე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაც. ეს კი გულისხმობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, მონაცემთა უსაფრთხოება და გამჭვირვალობა უნდა დაედოს საფუძვლად ამგვარი რთული სისტემების შემუშავებას“.
Politico
Mozilla სააქციო საზოგადოებაა თუ – არამომგებიანი? სინამდვილეში ორივეა.
Mozilla შედგება ორი დაწესებულებისგან. Mozilla Corporation არის სრული მფლობელი, რომლის საკუთრებაცაა არამომგებიანი 501(c) Mozilla Foundation. ეს კი ნიშნავს, რომ არ ვართ ანგარიშვალდებულნი აქციონერების მიმართ — მხოლოდ დასახული მიზნებისა.
გაიცანით უკეთ Mozilla Foundationჩაერთეთ ინტერნეტის სიჯანსაღისთვის ბრძოლაში
თქვენი ხმა. თქვენი კოდი. თქვენი მოსაზრებები. პირდაპირი გაგებით, წვლილის შეტანის ათასობით საშუალება არსებობს, რომ განავითაროთ Mozilla.
გახდით Mozilla-ს მოხალისედრო, როცა გავეცით ჩვენი პირველწყარო-კოდი…
Mozilla-პროექტი დაიბადა სან-ფრანცისკოში 1998 წელს, როცა Netscape-ბრაუზერის შემქმნელებმა მიიღეს უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გაესაჯაროებინათ თავიანთი პროგრამის კოდი განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით. იმ დროს კომპანიას ლამის ერთპიროვნული გავლენა ჰქონდა ხალხის მიერ ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობაზე.
საბოლოოდ, ღია წყაროს მქონე Mozilla-პროექტი იქცა ფართოდ გავრცელებულ პირველი ვერსიის Firefox-ად.
დღესდღეობით Mozilla განაგრძობს წინსვლას უკეთესი ინტერნეტის მშენებლობაში მილიონობით მხურვალე მოხალისისგან შემდგარი ერთობით მთელი მსოფლიოდან, მხარში უდგას ზნეობრივი ქცევის დანერგვას ტექნოლოგიებში, სანდო ხელოვნური ინტელექტისა და პირადულობის უზრუნველმყოფი პროდუქტების შემუშავებას, რომ მეტი ძალაუფლება აღმოჩნდეს ხალხის ხელში.