მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გურიის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში. სამთავრო XV საუკუნის 60-იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე გურიის ტერიტორიაზე არსებობდა. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის შედეგად, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე და მოიცავდა მესხეთის ქედს, შავ ზღვას, რიონსა და ჭოროხს შორის მდებარე ტერიტორიას. XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ შედიოდა აჭარა და ჭანეთი. გურიის სამთავროს განაგებდნენ გურიელები, მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი. გურიელების ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ ადგილობრივი თავადები. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. XVI საუკუნის II ნახევრიდან XVIII საუკუნის ბოლომდე გურიის სამთავრო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო, 1811 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. 1829 წელს რუსეთის იმპერიამ სამთავროს ანექსია მოახდინა და მის ტერიტორიაზე ოზურგეთის მაზრა შექმნა.

დღის სტატია

ჩეკა
ჩეკა

ჩეკა (რუს. ЧК — чрезвычайная комиссия; საგანგებო კომისია) — პირველი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახური. დაარსდა 1917 წლის 20 დეკემბერს ლენინის განკარგულებით. მის პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა ფელიქს ძერჟინსკი. 1922 წელს მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განიცადა.

ტრადიციულად ჩეკას პირველ საბჭოთა საიდუმლო პოლიციას უწოდებდნენ, თუმცა მის ფუნქციასა და მოქმედებაში რაიმე საიდუმლო არ ყოფილა და უფრო რევოლუციური ტრიბუნალის დამხმარე ორგანოდ მოიაზრებოდა.

დღის სურათი

ევროპის ხედი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან
ევროპის ხედი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან
ევროპის ხედი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

სიახლეები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


20 დეკემბერი — ამ დღეს...

  • 69 : რომის იმპერატორი ვიტელიუსი მოკლეს რომში.
  • 1803 : ლუიზიანას შესყიდვა შესრულდა საზეიმო ცერემონიაზე ახალ ორლეანში.
  • 1924 : ადოლფ ჰიტლერი გაათავისუფლეს ლანდსბერგის ციხიდან.
  • 1955 : კარდიფი გამოცხადდა უელსის დედაქალად.
  • 1973 : ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ადმირალი ლუის კარერო ბლანკო მოკლეს მანქანის მართვადი ბომბით მადრიდში.
  • 1989 : აშშ პანამაში ჯარს აგზავნის მანუელ ნორიეგას მთავრობის დასამხობად.
  • 1990 : შეიქმნა საქართველოს ეროვნული გვარდია (ემბლემა ფოტოზე).
  • 1999 : პორტუგალიამ ჩინეთს მაკაო გადასცა.
  • 2001 : არგენტინაში დაწყებული კრიზისის გამო პრეზიდენტ ფერნანდო დე ლა რუას გადადგომა აიძულეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი