მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სალონიკი ასევე ცნობილია როგორც თესალონიკისაბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი. მაკედონიის გეოგრაფიული რეგიონის, ცენტრალური მაკედონიის ადმინისტრაციული რეგიონის და მაკედონიისა და თრაკიის დეცენტრალიზებული ადმინისტრაციის დედაქალაქი. იგი ასევე ცნობილია, როგორც η Συμπρωτεύουσα (i Symprotévousa), სიტყვასიტყვით „თანა-დედაქალაქი“. სალონიკი მდებარეობს თერმაიკოსის ყურეში, ეგეოსის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, მდინარე ვარდარის შესართავთან. სალონიკის დიმში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში 2021 წელს ცხოვრობდა 317 778, ხოლო ქალაქის აგლომერაციაში 1 091 424 ადამიანი. ქალაქი არის საბერძნეთის მეორე ძირითადი ეკონომიკური, ინდუსტრიული, კომერციული და პოლიტიკური ცენტრი და მთავარი სატრანსპორტო კერა საბერძნეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც განაპირობა სალონიკის პორტმა. ქალაქი ცნობილია თავისი ფესტივალებით, ღონისძიებებით და აქტიური კულტურული ცხოვრებით, ითვლება საბერძნეთის კულტურულ დედაქალაქად. ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა სალონიკის საერთაშორისო გამოფენა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება ყოველწლიურად, ხოლო ქალაქი ორ წელიწადში ერთხელ მასპინძლობს ბერძნული დიასპორის შეხვედრას. სალონიკი იყო 2014 წლის ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი. ქალაქის მთავარი, არისტოტელეს უნივერსიტეტი ყველაზე დიდია ბალკანეთში.

დღის სტატია

ლოზანის ხელშეკრულებით დადგენილი თურქეთის საზღვრები.
ლოზანის ხელშეკრულებით დადგენილი თურქეთის საზღვრები.

ლოზანის საზავო ხელშეკრულებალოზანის კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი შემაჯამებელი დოკუმენტი. ხელი მოაწერეს 1923 წლის 24 ივლისს, ერთი მხრივ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, საბერძნეთის, რუმინეთისა და სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს და მეორე მხრივ თურქეთის წარმომადგენლებმა. შეცვალა 1920 წლის სევრის ხელშეკრულება.

ხელშეკრულებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე თურქეთის საზღვრები. იურიდიულად გააფორმა ოსმალეთის იმპერიის დაშლა. ხელშეკრულებამ გამოაცხადა ზავი თურქეთსა და ანტანტის სახელმწიფოებს შორის.

სიახლეები

ოდესის ფერისცვალების ტაძარი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


24 ივლისი — ამ დღეს...

მაჩუ პიკჩუ
მაჩუ პიკჩუ
  • 1411 : ჰარლოს ბრძოლაშოტლანდიელებსა და ინგლისელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი შეტაკება.
  • 1783 : რუსეთმა და საქართველომ გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერეს ხელი.
  • 1911 : ჰირამ ბინგემმა ინკების დაკარგული ქალაქი — მაჩუ-პიქჩუ (სურათზე) აღმოაჩინა.
  • 1923 : თურქეთმა, საბერძნეთმა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილე სხვა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ლოზანის საზავო ხელშეკრულებას; დაადგინეს თურქეთისა და საბერძნეთის დღევანდელი საზღვარი.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომიინგლისის, საფრანგეთის და აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ ჰამბურგის მასიური დაბომბვით 30 000 ადამიანი დაიღუპა.
  • 1969 : აპოლო 11 წარმატებით დაეშვა წყნარ ოკეანეში.
  • 1973 : კოსმოდრომ ბაიკონურიდან ხომალდი მარსი 5 გაუშვეს.
  • 2005 : ლენს არმსტრონგი ტურ დე ფრანსის ხუთგზის ჩემპიონი გახდა.

  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი