მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

2018 Kusham Clashes.svg
ხაშამის ბრძოლა — 2018 წლის 7 თებერვალს, აშშ-ის ეგიდით შექმნილმა კოალიციამ განახორციელა მასიური საჰაერო და საარტილერიო დარტყმები სირიის სამთავრობო ძალებისა და მათ მხარეს მებრძოლი რუსული ვაგნერის ჯგუფის მიმართულებით, ქალაქ ხაშამთან, ალ ტაბიეს მახლობლად (ორივე - დაირ ელ-ზავრის გუბერნიაში). შეერთებულმა შტატებმა თავდასხმა ახსნა იმით, რომ სამთავრობო ძალებმა „წამოიწყეს არაპროვოცირებული თავდასხმა სირიის დემოკრატიული ძალების შტაბბინის წინააღმდეგ“, როდესაც კოალიციის ძალები „სირიის დემოკრატიული ძალების სამხედროებთან ერთად იყვნენ განლაგებული მდინარე ევფრატის სამშვიდობო ხაზის აღმოსავლეთით“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 8 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება სოფელ სალიჰიაჰაში მომხდარ ინციდენტზე სადაც ნათქვამია, რომ ეს გამოწვეული იყო სირიის დემოკრატიული ძალების სადაზვერვო მოქმედებებით, და არ იყო ინიცირებული რუსული ოპერაციების სარდლობის მიერ; განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები არ იყვნენ „განთავსებულნი სირიის დაირ ელ-ზავრის პროვინციაში“.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინი (გერმ. Albert Einstein; დ. 14 მარტი, 1879, ულმი, გერმანია — გ. 18 აპრილი, 1955, პრინსტონი, აშშ) — ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

კაია კალასი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


HSDagensdatum.svg

14 მარტი — ამ დღეს...

კოტონ-ჯინი
  • 1489 : კვიპროსის დედოფალმა კატარინა კორნარომ საკუთარი სამეფო ვენეციას მიჰყიდა.
  • 1590 : საფრანგეთის რელიგიური ომებიანრი ნავარელმა და ჰუგენოტებმა კათოლიკეთა ლიგა დაამარცხეს ივრის ბრძოლაში.
  • 1614 : ჟალეთის ბრძოლაშაჰ-აბასის ჯარები კახეთს შემოესია.
  • 1794 : ამერიკელმა გამომგონებელმა ელი უიტნიმ კოტონ-ჯინი (ბამბის დაზგა, სურათზე) დააპატენტა.
  • 1939 : ნაცისტები ჩეხოსლოვაკიის პროვინციებს ბოჰემიასა და მორავიას იპყრობენ.
  • 1978 : ოპერაცია ლიტანიისრაელის ჯარი სამხრეთ ლიბანში შეიჭრა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის დაჯგუფებები ჩრდილოეთით მდ. ლიტანისკენ განდევნა.
  • 2005 : კედრების რევოლუცია — მილიონზე მეტი ლიბანელი გამოვიდა ბეირუთის ქუჩებში სირიის შეიარაღებული ძალების ქვეყნიდან გაყვანის მოთხოვნით.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი