iOS
შემქმნელი | Apple Inc. |
---|---|
ოპერაციული სისტემის ოჯახი |
UNIX-ის მსგავსი, დაფუძნებული Darwin-ზე (BSD) და macOS-ზე |
სამუშაო მდგომარეობა | მიმდინარე |
წყაროს მოდელი | დახურული წყარო |
პირველად გამოვიდა | 29 ივნისი, 2007 |
მარკეტინგული სამიზნე | სმარტფონები, პლანშეტები, პორტატული მედია-პლეერები |
ხელმისაწვდომი ენები | 40[1][2][3][4] ენა |
განახლების მეთოდი | iTunes ან OTA (iOS 5 ან უფრო ახალი) |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
|
ბირთვის ტიპი | ჰიბრიდული (XNU) |
მომხმარებლის გრაფიკული გარემო |
Cocoa Touch (მრავალსენსორული,მომხმარებლის გრაფიკული გარემო) |
ლიცენზია | დაპატენტებული პროგრამული უზრუნველყოფა, გარდა ღია წყაროს კომპონენტების |
ოფიციალური საიტი | ოფიციალური საიტი |
iOS (ადრე iPhone OS) — მობილური ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Apple Inc.-ის მიერ სპეციალურად Apple-ის აპარატურისთვის. აღნიშნულ ოპერაციულ სისტემას იყენებს კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობები: iPhone, iPad, iPad Touch და iPad Mini. iOS არის რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი ოპერაციული სისტემა მსოფლიოში Android-ის შემდეგ. IPad-ის პლანშეტი ასევე 2013 წლიდან მოყოლებული არის მეორე ყველაზე პოპულარული გაყიდვების მხვრივ ანდროიდის შემდეგ.[5]
თავდაპირველად პროდუქტი ბაზარზე გამოჩნდა 2007 წლის 29 ივნისს და განკუთვნილი იყო მხოლოდ iPhone-ისთვის. ხოლო მოგვიანებით იგი ხელმისაწვდომი გახდა ეიპლის სხვა დანარჩენი მოწყობილობებისთვის. 2015 წლის იანვრის მონაცემით, ეიპლის ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა App Store-ზე განთავსებული არის 2 მილიონი აპლიკაცია,[6] ხოლო აქედან 725.000 კონკრეტულად iPad-ისთვის არის განკუთვნილი..[7] აღნიშნული მობილური აპლიკაციები, საერთო ჯამში, გამოტვირთული იქნა 130 მილიარდჯერ.[6]
iOS ხელმისაწვდომი არის 40 ენაზე,[8][9][10][11] დაფუძნებული არის XNU-ის კერნელზე (ბირთვზე). იგი აგებული არის macOS-ის ბაზაზე (ადრე ცნობილი, როგორც OS X) და იყენებს იმავე კომპონენტების ძირითად ნაკრებს, რასაც ოპერაციული სისტემა Darwin — თავსებადი POSIX-ის სტანდარტებთან. პირველი ვერსიიდან მოყოლებული iOS მუშაობს მხოლოდ პლანშეტურ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე, რომლებსაც გააჩნიათ ARM-ის არქიტექტურის პროცესორები.
iOS-ის ყოველი მომდევნო ვერსია გამოდის ყოველწლიურად. მიმდინარე ვერსია არის iOS 14, გამოსული 2020 წლის 16 სექტემბერს.[12]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Hillegass, Aaron; Conway, Jon (March 22, 2012) iOS Programming: The Big Nerd Ranch Guide, 3rd, Pearson, გვ. 590. ISBN 978-0-321-82152-2.
- Turner, Kirby (December 19, 2011) Learning iPad Programming: A Hands-on Guide to Building iPad Apps with iOS 5, 1st, Pearson, გვ. 816. ISBN 978-0-321-75040-2.
- Mark, Dave; LaMarche, Jeff (July 21, 2009) Beginning iPhone 3 Development: Exploring the iPhone SDK, 1st, Apress, გვ. 584. ISBN 1-4302-2459-2.
- Mark, Dave; LaMarche, Jeff (December 29, 2009) More iPhone 3 Development: Tackling iPhone SDK 3, 1st, Apress, გვ. 552. ISBN 1-4302-2505-X.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „IOS“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- iOS-ის საცნობარო ბიბლიოთეკა – Apple Developer Connection-ის ვებგვერდზე
- iOS 9 iPhone-ისა და iPad-ისთვის დაარქივებული 2016-11-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Apple – iPad Pro – Specs. Apple. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
- ↑ Apple – iPad mini 4 – Specs. Apple. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
- ↑ Apple – iPad Air 2 – Technical Specifications. Apple. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
- ↑ Apple – iPhone 6s – Technical Specifications. Apple. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
- ↑ 6.0 6.1 Golson, Jordan. (13 ივნისი, 2016) Apple’s App Store now has over 2 million apps. The Verge. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2016.
- ↑ Steve Ranger. (16 იანვარი, 2015) iOS versus Android. Apple App Store versus Google Play: Here comes the next battle in the app wars. ZDNet.
- ↑ Apple – iPad Pro – Specs. Apple. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2015.
- ↑ Apple – iPad mini 4 – Specs. Apple. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2015.
- ↑ Apple – iPad Air 2 – Technical Specifications. Apple. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2015.
- ↑ Apple – iPhone 6s – Technical Specifications. Apple. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2015.
- ↑ „iOS 14 is available today“. Apple. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
|