მენეჯმენტი

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მენეჯმენტი

ლაშა ტაბიძე

გენერალური დირექტორი

ლაშა ტაბიძე

გენერალური დირექტორი

 

ლაშა „ვიონი საქართველოს“ გენერალური დირექტორია 2021 წლის მარტიდან. მანამდე, ლაშა „ვიონი საქართველოს“ ბიზნესოპერაციების დირექტორი იყო, უფრო ადრე კი კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. ჯამში, ლაშას გამოცდილება ტელეკომუნიკაციების სექტროში 10 წელზე მეტს ითვლის.

 

„ვიონი საქართველოში“ მუშაობის პერიოდში, ლაშამ და მისმა გუნდმა დანერგეს არაერთი სიახლე ტელეკომუნიკაციის სფეროში, მათ შორის: სერვისების მიწოდება პაკეტის სახით; სრული თვითმომსახურების შესაძლებლობა როგორც მაღაზიაში, ისე ნებისმიერი მოწყობილობიდან; ინოვაციური ციფრული პროდუქტები, რომელთა შორისაცაა სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური აპლიკაცია საქართველოში MyBeeline, და სხვ. ლაშას ხელმძღვანელობით, „ვიონი საქართველო“ გაცდა მხოლოდ წუთებისა და მეგაბაიტების მიწოდებას და სთავაზობს მომხმარებელს ყოველდღიური საჭიროებების გადაჭრისა და თავისუფალი დროის საუკეთესოდ გატარებისთვის აუცილებელ გადაწყვეტებს. დღეს, „ვიონი საქართველოს“ წამყვანი პოზიცია უკავია ბაზარზე საკუთარი მომხმარებლის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარებისა და ბაზარზე 4G ტექნოლოგიის გამოყენების წილის მიხედვით.

დიმიტრი შუღლიაშვილი

ტექნოლოგიების დირექტორი

დიმიტრი შუღლიაშვილი

ტექნოლოგიების დირექტორი

 

დიმიტრი „ვიონი საქართველოს“ 2016 წელს შემოუერთდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2019 წელს კი მისი ხელმძღვანელობით კომპანიაში მოხდა დიდი გაერთიანება, რის შედეგადაც შეიქმნა საერთო, ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

 

დიმიტრისა და მისი გუნდის მიერ  განახორციელდა „ვიონი საქართველოს“ მომხმარებელთა მომსახურებისა და საბილინგო სისტემების ციფრული ტრანსოფრმაცია ერთიან სისტემაზე, მსოფლიოში ცნობილ კომპანია „ერიქსონთან“ ერთად.  ტრანსფორმაცია გულისხმობდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, რამდენიმე ათეული სხვადასხვა პლატფორმის მიგრაციას ერთზე, მხოლოდ 24 საათში. 2021 წლის ზაფხულში კი „ვიონი საქართველომ“ გააფორმა ხელშეკრულება მობილური ქსელის ბირთვის განახლებაზე მსოფლიოში წამყვან კორპორაციასთან „ნოკია“, რაც უზრუნველყოფს მონაცამთა და ხმოვანი სერვისების უახლესი ტექნოლოგიებით გადაცემას, ისევე როგორც 5G სერვისებისთვის მზაობას.

ირაკლი ესართია

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

ირაკლი ესართია

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

 

ირაკლი „ვიონი საქართველოს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად 2015 წელს დაინიშნა, რის ფარგლებშიც მას ექვემდებარება იურიდული და რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები, ასვე ურთიერთობა სამთავრობო უწყებებთან. სწორედ ირაკლის და მის გუნდს უკავშირდება საქართველოში პირველი 4G ლიცენზიის მოპოვება და კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მომხმარებელთა მონაცემების დაცვის მიმართულებით. წლების განმავლობაში ირაკლი საერთაშორისო დონეზე  ხელმძღვანელობდა მაშინდელი „ვიონი ჯგუფის“ სანქცირებისა და ექსპორტის კონტროლის კომიტეტს.

ვასილ ბერიშვილი

ფინანსური დირექტორი

ვასილ ბერიშვილი

ფინანსური დირექტორი

 

ვასილი „ვიონი საქართველოს“ ფინანსური დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებს, სადაც ის კომპანია „ჯეოსელიდან“ გადმოვიდა. ისეთი სპეციფიური ინდუსტრიის ზედმიწევნით ცოდნა, როგორიც ტელეკომუნიკაციებია, ვასილს შესაძლებლობას აძლევს ზუსტად განსაზღვროს კომპანიის ფინანსური საჭიროებები. ვასილის და მისი გუნდის მოღვაწეობის დროს, „ვიონი საქართველომ“ მიაღწია ორნიშნა ზრდას ყველაზე მნიშვნელოვანი, ძირითადი ფინანსური პარამეტრების მიხედვით. ვასილის ხელმძღვანელობით კომპანიაში დანერგილია ფინანსური დისციპლინის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ზუსტი დაგეგმარება. ამჟამად კომპანია ERP -ის მოცულობითი პროექტის დანერგვის ფაზაშია. იმედნად რამდენადაც „ვიონი საქართველო“ უპირველესად ციფრული ოპერატორია, ციფრული სფეროს ცოდნა, კერძოდ კი ვასილის  მაგისტრის დიპლომი ციფრული ვალუტების სფეროში, კომპანიას ეხმარება კომპლექსური პროდუქტების შემუშავებაში.

ლელა სალაყაია

პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი

ლელა სალაყაია

პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი

 

ლელა „ვიონი საქართველოს“ პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ  საკითხთა დირექტორის პოზიციას 2007 წლიდან იკავებს. ლელას გამოცდილება ადამიანური კაპიტალის სფეროში ითვლის არაერთ წელს და რამდენიმე ინდუსტრიას. „ვიონი საქართველოში“ გადმოსვლადმე, ლელა მუშაობდა ადამიანური რესურესების მართვის დირექტორის პოსტზე საქართველოს უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიაში „პსპ ჯგუფი“, მანამდე კი ადამიანური რესურესების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელბოდა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ინდუსტრიაში წამყვან კომპანია UGT -ში. ლელას ასევე აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ „ბანკი რესპუბლიკა“-ში (სოსიეტე ჟენერალ ჯგუფი).

 

ლელა საქართველოში ადამიანური რესურსების მართვის, როგორც პროფესიის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელია და დღემდე დიდ დროს უთმობს მომავალი თაობის განათლებას ამ მიმართულებით. „ვიონი საქართველოში“ ლელას და მისი გუნდის მოღვაწეობის პერიოდში წარმატებით დაინერგა კანდიდატების შერჩევისა და კომპანიაში ინტეგრაციის წამყვანი ციფრული გადაწყვეტები, ხოლო შიდა კომუნიკაციისთვის facebook workplace -ის გამოყენებით „ვიონი საქართველო“ საქართველში ერთ-ერთი პირველი იყო. ლელას თაოსნობით კომპანიაში დაინერგა ღირებულებების სისტემა, რომელზეც კომპანია დღემდე დგას და ვითარდება.

 

ლელა ლექციებს კითხულობს საქართველოს რამდენიმე წამყვან უმაღლესი განათლების სასწავლებელში და არის HR პროფესიონალთა ასოციაციის სენატის წევრი.

სოფო ბალავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი

სოფო ბალავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი

 

სოფო „ვიონი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. „ვიონი საქართველო“-ში გადმოსვლამდე სოფო მუშაობდა საქართველოს წამყვან ბანკში, სს „საქართველოს ბანკში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა კომუნიკაციებისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დირექტორის თანამდებობაზე.  „ვიონი საქართველოს“ სოფო შემოუერთდა განსაკუთრებით დინამიურ პერიოდში, როდესაც კომპანიამ დაიწყო მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განახლება, ციფრული მიმართულებით სიახლეების დანერგვა და ციფრულ ოპერატორად გარდაქმნა. საბანკო სფეროდან, სოფო მალევე გადმოერთო მისთვის ახალ, ტექნოლოგიების მიმართულებაზე და გახდა გუნდის სრულფასოვანი წევრი. სოფოს და მისი გუნდის მოღვაწეობის პერიოდში „ვიონი საქართველომ“ განახორციელა საიმიჯო კამპანიები, დაინერგა კომუნიკაციის ახალი არხები და კომპანია გახდა ქვეყანაში ეკონომიკური სიახლეების დღის წესრიგის ერთ-ერთი შემქმნელი.

ია მამეიშვილი

ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერი

ია მამეიშვილი

ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერი

 

 

ია „ვიონი საქართველოს“ ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერის თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშაობს. მანამდე ის ამავე კომპანიაში კომპლაენს სპეციალისტის პოზიციას იკავებდა. იას და მისი გუნდის მუშაობას „ვიონი საქართველოში“ უკავშირდება საქართველოსთვის ახალი მიმართულების - კომპლაენსის დანერგვა და განვითარება. იამ არა მარტო შეძლო კომპანიაში წარმატებით შეემუშავებინა ეთიკისა და კომპლაენსის დაცვისთვის საჭირო მექანიზმები, პოლიტიკები და პროცედურები, არამედ მოახდინა ეს ყველაზე მაღალი საერთაშიროსო სტანდარების დაცვით. „ვიონი საქართველო“ ერთ-ერთი პირველი იყო მაშინდელი „ვიონი ჯგუფის“ კომპანიებს შორის, ვინც ყველაზე სწრაფად დანერგა აშშ -ს იურიდიული დეპარტამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის საჭირო მრავალპუნქტიანი გეგმა. ია დღესაც წარმატებით განაგრძობს ეთიკისა და კომპლაენსის მიმართულების მართვას, რომელიც მან უკვე გახადა კომპანიის განუყოფელ ნაწილად.

 

ია არის კომპლაენსის საერთაშორისო ასოციაციის მმართველობის, რისკისა და კომპლაენსის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი.

მარიკა ჭაბუკიანი

მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი

მარიკა ჭაბუკიანი

მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი

 

მარიკა ჭაბუკიანი „ვიონი საქართველოს“ მომხმარებლის გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე 2018 წელს დაწინაურდა. მანამდე, მარიკა ამავე კომპანიის აბონენტთა სატელეფონო მომსახურების გუნდის ხელმძვანელი იყო. მარიკას კარიერა „ვიონი საქართველოში“ კი 2007 წელს დაიწყო. კომპანიის და ინდუსტრიის საფუძვლიანი ცოდნა დაეხმარა მარიკას არა მარტო კომპანიისთვის, არამედ საქართველოს ბაზრისთვის ახალი მიმართულების - მომხმარებელთა გამოცდილების ჩამოყალიბებაში. გარდა იმისა, რომ მარიკა განასახიერებს კომპანიაში დაწყებითი პოზიციიდან, მმართველ პოზიციამდე ზრდის არაჩვეულებრივ ისტორიას, მას ასევე უკავშირდება მომხმარებლის გამოცდილების ისეთი რესურსის დანერგვა როგორიცაა „მედალია“. სწორედ „ვიონი საქართველო“ გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ხსენებული ინსტრუმენტი განავითარა და მას დადღეისოდ იყენებენ საქართველოს წამყვანი კომპანიები. მარიკა უდგას სათავეში „ვიონი საქართველოში“ მომხმარებლის სრულ „მოგზაურობას“ - აბონენტად გახდომიდან, შემდგომ განვითარებამდე. მარიკა აქტიურ მონაწილეობას იღებს ყველა ახალი პროდუქტის დანერგვაში და პირველია ვინც საკუთარ თავზე ცდის იმას, რაც მომხმარებლამდე უკვე საბოლოო სახით მიდის. მარიკა არის სერტიფიცირებული ტრენერი მომსახურების სფეროში დატრენინგებს უტარებს „ვიონი საქართველოს“ მომსხაურების სფეროში მოღვაწე თანამშრომლებს.

""