მთავარი გვერდი
ეს არის თავისუფალი ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი | ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 164 981 სტატია. |
გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო |
რევანი — გამოგონილი პერსონაჟი „ვარსკვლავური ომების“ სამყაროდან. შეიქმნა BioWare-ის 2003 წლის ვიდეოთამაშისთვის „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები“. თამაშის სიუჟეტის მიხედვით, რევანი არის ყოფილი ჯედაი, რომელიც ძველი რესპუბლიკის ეპოქაში („ვარსკვლავური ომების“ ორიგინალური ტრილოგიის მოვლენებამდე დაახლოებით 4 000 წლით ადრე) ცხოვრობდა. ძალის ბნელ მხარეზე გადასვლის შემდეგ გახდა სითების ლორდი და დაირქვა სახელი დართ რევანი, შექმნა სითების იმპერია და გალაქტიკის დაპყრობის მიზნით ებრძოდა რესპუბლიკის ჯარებს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მას უღალატა და სასიკვდილოდ განწირული მიატოვა მეგობარმა და შეგირდმა, დართ მალაკმა, რომელსაც მისი ადგილის უზურპირება სურდა. რევანი ჯედაებმა შეიპყრეს, მისი მეხსიერება წაშალეს და მისცეს ახალი, ყალბი იდენტობა, რისი მიზანიც მათი გეგმის მიხედვით იყო რევანის დაბრუნება ჯედაების რიგებში და მისი გამოყენება დართ მალაკის და მისი იმპერიის დასამარცხებლად. რევანის ნამდვილი ვინაობა მოთამაშისთვის თამაშის ბოლო ნაწილში ხდება ცნობილი, ხოლო „დართ რევანი“ დიდი ხნის წინ დაღუპულად ითვლება.
რევანის ისტორია განვრცობილი და გაგრძელებულია კომიქსებსა და წიგნებში, ასევე, ვიდეოთამაშის გაგრძელებებში. დრიუ კარპიშინის 2011 წლის რომანში „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა: რევანი“ დეტალურადაა აღწერილი რევანის ცხოვრების დეტალები „ძველი რესპუბლიკის რაინდების“ შემდგომ, მისი მცდელობები, აღიდგინოს დაკარგული მეხსიერება და გაიხსენოს მანდალორის ომების, მალაკთან ერთად მოგზაურობის და სითების დამალული იმპერატორის ძებნის მოვლენები. რევანი სწრაფად გახდა ფანების რჩეული პერსონაჟი და „ვარსკვლავური ომების“ ფრანშიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. მისი პერსონაჟის განვითარებამ და ისტორიამ კრიტიკოსებისგანაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ლედ ზეპელინი (ინგლ. Led Zeppelin) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი.
1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში - 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1-ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.
2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყმელი საკრავები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.- მეთხუთმეტე მცდელობაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი კევინ მაკ-კართი (სურათზე) აირჩიეს.
- ბენედიქტე XVI, რომის 265-ე პაპი და კათოლიკე თეოლოგი, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- პელე, ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინა გახდა.
- 2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული გახდა მომღერალი ლისანდრო სიმღერით „Oh Maman!“.
- დინა ბოლუარტე პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ანრი დიუნანმა მას შემდეგ დააარსა, რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||