მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 163 868 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Narsk Gorge at aul Nar. 1886.jpg
დვალეთისაქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე; ამჟამად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს, დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის ტერიტორიას. ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) იხსენიებს დვალეთის ხევებს: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსო და მაღრანდვალეთი (თანამედროვე ისტორიკოსთა ნაწილი ამ ორი უკანასკნელის დვალეთად მოხსენიებას შეცდომად თვლის). ქართული საისტორიო ტრადიციით, ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. წ. IV – ძვ. წ. III საუკუნეები) დროიდან იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა-გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო „გზა დვალეთისა“. საქართველოსათვის დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მონღოლთა შემოსევების (XIII საუკუნე) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა, დვალები კი, თავის მხრივ, მასობრივად ინაცვლებდა კავკასიონის სამხრეთით. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV საუკუნე) შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში მისი მოურავი იყო გიორგი სააკაძე. დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი. აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად დვალეთიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით, (1859) იგი თბილისის გუბერნიას ჩამოაჭრეს და თერგის ოლქს შეუერთეს. დვალეთის მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ჩვენამდე მოაღწია: მდინარეების არდონისა და ფიაგდონის სათავეებში აგებულმა სიმაგრეებმა — კასრის-კარმა და ხილკამ; ზროგოსა და მამისონის (ჟღელეს) ხეობებში ქრისტიანული ტაძრების ნანგრევებმა და სხვა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ბარაკ ობამა
ბარაკ ჰუსეინ ობამა II (ინგლ. Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961, ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ) — აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი 2009 წლის 20 იანვრიდან. ნობელის მშვიდობის პრემიის 2009 წლის ლაურეატი. ყოფილი უმცროსი სენატორი ილინოისიდან და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი კანდიდატი დემოკრატთა ნომინაციით. პირველი შავკანიანი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში; ასევე აშშ-ის სენატის ისტორიის განყოფილების თანახმად ის მეხუთე აფრო-ამერიკელი სენატორია აშშ-ის ისტორიაში, მესამე, რომელიც სახალხოდ აირჩა, და ერთადერთი აფრო-ამერიკელი, რომელიც 2008 წლისთვის მსახურობდა სენატში. მეორე ვადით აირჩიეს 2012 წელს.

HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

ლუის ინასიუ ლულა და სილვა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


HSDagensdatum.svg

5 ნოემბერი — ამ დღეს...

უილჰელმ III
  • 1688 : დიდებული რევოლუციაორანის პროტესტანტი უფლისწული უილიამი (სურათზე) დევონში შემოდის მისი სიმამრის ბოლო კათოლიკე მეფე ჯეიმზ II-ის ტახტიდან გადმოსაგდებად.
  • 1813 : რუსეთი და სპარსეთი ხელს აწერენ გულისტანის საზავო ხელშეკრულებას, რითაც სრულდება რუსეთ-სპარსეთის 1804-1813 წლების ომი.
  • 1913 : დიდი ბრიტანეთი კვიპროსის ანექსიას ახდენს და საფრანგეთთან ერთად ოსმალეთს ომს უცხადებს.
  • 1916 : პოლონეთის სამეფო გამოცხადდა გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიას იმპერატორების მიერ.
  • 1994 : 45 წლის ჯორჯ ფორმანი ხდება ყველაზე ასაკოვანი მძიმე წონის კრივის ჩემპიონი მაიკლ მურზე ნოკაუტით გამარჯვებით.
  • 2004 : რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიოტოს პროტოკოლს აწერს ხელს, რითაც მოქმედებაში შედის მსოფლიო ნახშირბადის ორჟანგის გამონაბოლქვის კვოტები.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა