მთავარი გვერდი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
1541 : სანტიაგო ადგილობრივმა ინდიელებმა მიწასთან გაასწორეს.
1789 : ალექსანდრე ჰამილტონი აშშ-ის ხაზინის პირველ მდივნად დაინიშნა.
1941 : პენტაგონის შენობის საძირკველი ჩაიყარა.
1962 : The Beatles-მა დრამერ ენდი უაიტთან ერთად პირველი სინგლი „Love Me Do“ ჩაწერა.
1973 : გენერალი აუგუსტო პინოჩეტი ჩილეში სამხედრო გადატრიალებას აწყობს.
1989 : რკინის ფარდა იხსნება კომუნისტურ უნგრეთსა და ავსტრიას შორის. ათასობით აღმოსავლეთ გერმანელი მოაწყდა საზღვარს უნგრეთისა და ავსტრიის გავლით დასავლეთ გერმანიაში მოსახვედრად.
2001 : 11 სექტემბრის ტერაქტით განადგურდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ნიუ-იორკში; დაიღუპა 3 000-მდე ადამიანი.
2005 : ისრაელი ღაზის სექტორზე სამხედრო მმართველობის დასასრულს აცხადებს, 38-წლიანი ოკუპაციის შემდეგ.
|
ოპერაცია ნეპტუნი — დესანტის გადასხმის ოპერაცია, ოპერაცია ოვერლორდის ნაწილი მეორე მსოფლიო ომში, 1944 წლის 6 ივნისს. მედიაში ხშირად მოიხსენიება როგორც D-Day ან ნორმანდიის დესანტი. ისტორიაში უდიდესი საზღვაო შეჭრა. ამ ოპერაციით დაიწყო საფრანგეთის და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გათავისუფლება გერმანული ოკუპაციისგან.
ოპერაციის დაგეგმვა ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწყო. შეტევის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოკავშირეებმა დაიწყეს ოპერაცია პირადი მცველი, რომლის მიზანიც იყო, რომ გერმანიას არ გაერკვია შეტევის სამიზნე და შეტევის თარიღი.
ბრძოლები 5 სანაპიროზე მიმდინარეობდა: ოქრო, ჯუნო, ომაჰა, იუტა და ხმალი. ოპერაცია ნეპტუნის შესრულებისას მოკავშირეებმა 4 414 მებრძოლი დაკარგეს. მუზეუმები, ომის მემორიალები და ჯარისკაცების სასაფლაოები ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს.
11 სექტემბრის თავდასხმა (ინგლ. „September 11 attacks“, შემოკლებით „9/11“, nine-eleven — ცხრა-თერთმეტი) — ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა შეიპყრო ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე. წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა და მრავალი სხვა ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ ქაუნთის, პენსილვანია, ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.
- ელისაბედ II-ის (სურათზე) გარდაცვალების შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III გახდა.
- ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდა.
- საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- სალმან რუშდის საჯარო ლექციის დროს თავს დაესხნენ.
- უილიამ რუტო კენიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- შრი-ლანკაში განვითარებული მოვლენების შედეგად პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა გადადგა და ქვეყნის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრამასინგჰე გახდა.
- NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||