მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 162 973 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Into the Jaws of Death 23-0455M edit.jpg
ოპერაცია ნეპტუნი — დესანტის გადასხმის ოპერაცია, ოპერაცია ოვერლორდის ნაწილი მეორე მსოფლიო ომში, 1944 წლის 6 ივნისს. მედიაში ხშირად მოიხსენიება როგორც D-Day ან ნორმანდიის დესანტი. ისტორიაში უდიდესი საზღვაო შეჭრა. ამ ოპერაციით დაიწყო საფრანგეთის და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გათავისუფლება გერმანული ოკუპაციისგან.

ოპერაციის დაგეგმვა ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწყო. შეტევის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოკავშირეებმა დაიწყეს ოპერაცია პირადი მცველი, რომლის მიზანიც იყო, რომ გერმანიას არ გაერკვია შეტევის სამიზნე და შეტევის თარიღი.

ბრძოლები 5 სანაპიროზე მიმდინარეობდა: ოქრო, ჯუნო, ომაჰა, იუტა და ხმალი. ოპერაცია ნეპტუნის შესრულებისას მოკავშირეებმა 4 414 მებრძოლი დაკარგეს. მუზეუმები, ომის მემორიალები და ჯარისკაცების სასაფლაოები ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

11 სექტემბრის თავდასხმა
11 სექტემბრის თავდასხმა (ინგლ. „September 11 attacks“, შემოკლებით „9/11“, nine-eleven — ცხრა-თერთმეტი) — ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა შეიპყრო ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე. წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა და მრავალი სხვა ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ ქაუნთის, პენსილვანია, ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

HSBild.svg

დღის სურათი

სოსნოვსკის ფიჭვი და ირგვლივ აყვავებული მანანა.
სოსნოვსკის ფიჭვი და ირგვლივ აყვავებული მანანა.

W-circle.svg

სიახლეები

ელისაბედ II

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია


HSDagensdatum.svg

11 სექტემბერი — ამ დღეს...

11 სექტემბერის ტერაქტი
  • 1541 : სანტიაგო ადგილობრივმა ინდიელებმა მიწასთან გაასწორეს.
  • 1789 : ალექსანდრე ჰამილტონი აშშ-ის ხაზინის პირველ მდივნად დაინიშნა.
  • 1941 : პენტაგონის შენობის საძირკველი ჩაიყარა.
  • 1962 : The Beatles-მა დრამერ ენდი უაიტთან ერთად პირველი სინგლი „Love Me Do“ ჩაწერა.
  • 1973 : გენერალი აუგუსტო პინოჩეტი ჩილეში სამხედრო გადატრიალებას აწყობს.
  • 1989 : რკინის ფარდა იხსნება კომუნისტურ უნგრეთსა და ავსტრიას შორის. ათასობით აღმოსავლეთ გერმანელი მოაწყდა საზღვარს უნგრეთისა და ავსტრიის გავლით დასავლეთ გერმანიაში მოსახვედრად.
  • 2001 : 11 სექტემბრის ტერაქტით განადგურდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ნიუ-იორკში; დაიღუპა 3 000-მდე ადამიანი.
  • 2005 : ისრაელი ღაზის სექტორზე სამხედრო მმართველობის დასასრულს აცხადებს, 38-წლიანი ოკუპაციის შემდეგ.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა