მთავარი გვერდი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
1735 : მათემატიკური გამოთვლებით, ამ დღეს პლუტონმა მზის სისტემაში სიშორით მეცხრედან მერვე ადგილზე გადაინაცვლა ბოლოჯერ 1979 წლამდე.
1789 : საფრანგეთის რევოლუცია — ჟაკ ნეკერის საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის პოსტიდან გადაყენება იწვევს ბასტილიის შტურმის დაწყებას.
1811 : იტალიელი მეცნიერი ამედეო ავოგადრო (სურათზე) აქვეყნებს ჰიპოთეზას აირების მოლეკულურ სტრუქტურაზე, რომელსაც დღეს ავოგადროს კანონი ჰქვია.
1893 : კოკიჩი მიკიმოტომ პირველად მოახერხა მარგალიტის ხელოვნურად გამოყვანა.
1895 : ძმები ლუმიერები მეცნიერებისთვის აწყობენ კინოფილმის დემონსტრაციას.
1995 : სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა — სერბთა ჯარები იპყრობენ ბოსნიურ ქალაქ სრებრენიცას. რვა ათასზე მეტი მცხოვრები მოკლულ იქნა. ეს ქმედება ყველაზე საზარელ დანაშაულად ითვლება ევროპის უახლეს ისტორიაში.
|
რიხარდ შტრაუსი — გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და მევიოლინე. განიხილება, როგორც გვიანი რომანტიზმის და ადრეული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი, რიხარდ ვაგნერისა და ფრანც ლისტის მემკვიდრე. გუსტავ მალერთან ერთად, არის ვაგნერის შემდგომი გერმანული რომანტიზმის გვიანი აღორძინების წარმომადგენელი, რომელთა მუსიკაშიც დახვეწილი გაორკესტრება მდიდარ ჰარმონიასთანაა შერწყმული. შტრაუსის საკომპოზიტორო საქმიანობა 1870 წელს დაიწყო, როცა მხოლოდ 6 წლისა იყო და მის გარდაცვალებამდე, თითქმის 80 წლის განმავლობაში გაგრძელდა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ტიპის კლასიკურ ფორმას მოიცავს, თუმცა, უდიდეს აღიარებას სიმფონიური პოემებითა და ოპერებით მიაღწია. შტრაუსი, აგრეთვე, წარმატებული დირიჟორი იყო, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ამერიკის კონტინენტებზეც, სადაც მისი ნაწარმოებები საორკესტრო და საოპერო რეპერტუარის სტანდარტული ნაწილი იყო. თავის ნაწარმოებებთან ერთად, დიდი მოწონებით სარგებლობდა ვაგნერის, ლისტის და მოცარტის მისეული ინტერპრეტაციებიც. როგორც დირიჟორი, იგი ჰანს ფონ ბიულოვის შეგირდი იყო და სადირიჟორო კარიერაც 1883 წელს, მისი ასისტენტის რანგში, მაინინგენის კარის ორკესტრში დაიწყო. 1919–1924 წლებში იყო ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი, ხოლო 1920 წელს ზალცბურგის ფესტივალის თანადამფუძნებელი გახდა. ამ თანამდებობებთან შეთავსებით გამოდიოდა სხვადასხვა ორკესტრისა და საოპერო თეატრის მიწვეული დირიჟორის რანგში. 1933 წელს შტრაუსი ნაცისტური გერმანიის ორ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ თანამდებობაზე დაინიშნა. პირველი იყო სახელმწიფო მუსიკალური ბიუროს ხელმძღვანელის, ხოლო მეორე – ბაიროითის ფესტივალის მთავარი დირიჟორის თანამდებობა. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე დანიშვნას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ნაცისტური პარტიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგი არტურო ტოსკანინიმ დატოვა. ამ თანამდებობებზე მუშაობის გამო შტრაუსს ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოსდა, ნაცისტებთან კოლაბორაციის გამო. თუმცა, შტრაუსის რძალი, ალის გრაბ შტრაუსი (დაბადებით ფონ ჰერმანსვერტი), ებრაელი იყო და შტრაუსის დათმობები ნაცისტურ პარტიასთან მისი და მისი შვილების (კომპოზიტორის შვილიშვილების) დასაცავად იყო გამიზნული. იგი აპოლიტიკური იყო და თანამდებობას მუსიკალურ ბიუროში კომპოზიტორების საავტორო უფლებების დასაცავად, ასევე, აკრძალული კომპოზიტორების (დებიუსის, მალერის, მენდელსონის და სხვათა) ნაწარმოებების გადასარჩენად იყენებდა. მეტიც, იგი დაჟინებით მოითხოვდა თავისი ოპერისთვის „მდუმარე ქალი“ (გერმ. Die schweigsame Frau) ებრაელი შტეფან ცვაიგის ლიბრეტოს გამოყენებას, რის გამოც, საბოლოოდ, ორივე ზემოთაღნიშნული თანამდებობა დაკარგა. მისი ოპერა „მშვიდობის დღე“, რომლის პრემიერაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა, ნაცისტური პარტიის არცთუ კარგად შენიღბულ კრიტიკას წარმოადგენდა, რომელიც გერმანელებს მოუწოდებდა, ძალადობის ნაცვლად მშვიდობა აერჩიათ. შტრაუსის საკმოდ დიდი გავლენის წყალობით, მისი რძალი ომის დროს შინაპატიმრობით გადარჩა, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ შეძლო საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილისაგან ყველა ნათესავი დაეხსნა. 1948 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მიუნხენის დენაციფიკაციის ტრიბუნალმა იგი სრულიად უდანაშაულოდ გამოაცხადა.
მათხოჯის ბრძოლა 1789 — ბრძოლა იმერეთის სამეფო ტახტისათვის. 1788 წელს იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ ოდიშზე გაილაშქრა და იქიდან გააძევა გრიგოლ დადიანი, რომელიც ლეჩხუმში გაიქცა. ოდიშის ფეოდალებმა გრიგოლს დაუჭირეს მხარი. მან დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. ერეკლემ ჯარით გაგზავნა სოლომონ I-ის ძმისწული დავით არჩილის ძე, რომელმაც ლეჩხუმში ცოლად შეირთო გრიგოლ დადიანის და მარიამი. 1789 წლის 11 ივლისს მათხოჯთან ოდიშისა და ქართლის ჯარმა დაამარცხა დავით გიორგის ძის მომხრეები. გამარჯვებულებმა ქუთაისი აიღეს. დავით გიორგის ძემ ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. იმერეთში სოლომონ II-ის სახელით დავით არჩილის ძე გამეფდა.
- იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე (სურათზე) ნარაში სიტყვით გამოსვლისას მოკლეს.
- გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
- გუსტავო პეტრო კოლუმბიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- ბაირამ ბეგაი ალბანეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი გახდა.
- ბონგბონგ მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტად, ხოლო სარა დუტერტე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||