მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 161 034 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Army mlrs 1982 02.jpg
M270 — შეჯავშნული, თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა. M270-ის პირველი სისტემები აშშ-ის არმიამ 1983 წელს მიიღო. მას შემდეგ ისინი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის არაერთი ქვეყნის შეიარაღებაში გამოჩნდა. დღემდე ამერიკასა და ევროპაში წარმოებულია დაახლოებით 1 300 ერთეული სისტემა და მისთვის განკუთვნილი 700 000-ზე მეტი რაკეტა. სისტემების წარმოება 2003 წელს დასრულდა, როცა ბოლო პარტია ეგვიპტის არმიამ მიიღო. 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირს ამერიკის და ნატოს ძალებთან შედარებით, სარაკეტო არტილერიაში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. საბჭოთა ტაქტიკით მიღებული იყო მასიური დაბომბვა სატვირთო მანქანებზე დამაგრებული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, როგორიცაა БМ-21, რის შედეგადაც ხდებოდა სამიზნე რაიონის სატურაცია ათასობით რაკეტით. რაკეტების ნაწილი აუცილებლად ხვდებოდა კონკრეტულ სამიზნეებს, რასაც თან ახლდა ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი. ამისგან განსხვავებით, შედარებით მეტი სიზუსტისა და საბრძოლო მასალის დაზოგვის მიზნით ამერიკელი არტილერისტები უპირატესობას ლულიან არტილერიას ანიჭებდნენ, რის გამოც მათი სარაკეტო არტილერიის უდიდესი ნაწილი მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი, მოძველებული ტექნიკა იყო. ამ დამოკიდებულების შეცვლა 1973 წლიდან, იომ-ქიფურის ომის შემდეგ დაიწყო. ამ კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დანაკარგებს ზურგის შეიარაღებაში, როგორიც იყო მიწა-ჰაერი ტიპის დანადგარები, რაც შედეგი იყო ისრაელის ეფექტური ტაქტიკისა, დაემუშავებინა მათი განლაგების ადგილები ზალპური ცეცხლის სისტემებით. სისტემის შექმნაზე მუშაობა 1977 წლის სექტემბერში Boeing-მა და Vought Aerospace-მა დაიწყო, ხოლო პირველი მოდელები 1982 წლის აგვისტოში გამოუშვეს. 1983 წლის მარტში ჩამოყალიბდა M270-ების პირველი ბატარეა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში დანადგარები დასავლეთ გერმანიას გაეგზავნა. თავდაპირველად, ბატარეა სამი ოცეულისგან შედგებოდა, თითოეულ ოცეულში კი სამი გამშვები დანადგარი იყო; 1987 წლისთვის 25 ასეთი ბატარეა არსებობდა. 1990-იანი წლებიდან ბატარეაში დანადგარების რაოდენობა 6-მდე შემცირდა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ბორის ელცინი

ბორის ელცინი (რუს. Бори́с Никола́евич Е́льцин; დ. 1 თებერვალი, 1931, სოფ. ბუტკა, ტალიცის რაიონი, სვერდლოვსკის ოლქი ― გ. 23 აპრილი, 2007, მოსკოვი) — რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში.

დაიბადა 1931 წელს სვერდლოვსკის ოლქში. 1955 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სტუდენტობის პერიოდში იგი სერიოზულად იყო გატაცებული კალათბურთით. 1961 წელს გახდა სკკპ-ს წევრი. 1968 წლიდან ჩაება პოლიტიკაში. 1978-88 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1985 წლიდან მოღვაწეობს მოსკოვში, ორჯერ იყო არჩეული რუსეთის სახელმწიფოს მეთაურად.

HSBild.svg

დღის სურათი

მურალი Black Lives Matter. გრინპოინტი, ნიუ-იორკი, აშშ.
მურალი Black Lives Matter. გრინპოინტი, ნიუ-იორკი, აშშ.

HSDagensdatum.svg

12 ივნისი — ამ დღეს...

ნელსონ მანდელა
  • 1381 : უოტ ტაილერის აჯანყება - აჯანყებულებმა ლონდონამდე მიაღწიეს.
  • 1864 : აშშ-ის სამოქალაქო ომი - გენერალმა ულისე გრანტმა საკუთარი ჯარები გამოიყვანა კოლდ-ჰარბორის ბრძოლიდან ვირჯინიაში, რითაც ომის ყველაზე სისხლიანი, უთანასწორო ბრძოლა დასრულდა.
  • 1898 : გენერალმა ემილიო აგინალდომ ფილიპინების დამოუკიდებლობა გამოაცხადა ესპანეთისაგან.
  • 1942 : ჰოლოკოსტი - ცამეტი წლის დაბადების დღეზე ანა ფრანკმა დღიურის წერა დაიწყო.
  • 1964 : ნელსონ მანდელა (სურათზე) და აფრიკის ეროვნული კონგრესის სხვა ლიდერები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპართეიდის სისტემის საბოტაჟში დამნაშავედ ცნეს.
  • 1991 : საბჭოთა კავშირში რუსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბორის ელცინი.
  • 1999 : კოსოვოს ომი - ნატოს ძალები (KFOR) კოსოვოში შედიან გაეროს მანდატით თვითგამოცხადებულ და ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა