მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 160 353 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Sir George Solti 6 Allan Allan Warren.jpg
სერ გეორგ შოლტიუნგრეთში დაბადებული ბრიტანელი დირიჟორი. ცნობილია მოღვაწეობით მიუნხენის, ფრანკფურტისა და ლონდონის საოპერო თეატრებში, აგრეთვე, ხანგრძლივი მუშაობით ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად. უნგრეთში უფრო მკაცრი ანტისემიტური კანონმდებლობის გამო ებრაული წარმოშობის შოლტი 1938 წელს ქვეყნიდან გაიქცა. 1961 წელს ლონდონში, კოვენტ-გარდენის საოპერო თეატრის მუსიკალურ დირექტორად დაინიშნა. ამ პოსტზე ათწლიანი მუშაობის დროს განახორციელა ცვლილებები, რომლებმაც ეს ოპერა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვა. მისი მუსიკალური ხელმძღვანელობის პერიოდში მიიღო თეატრმა „სამეფო ოპერის“ ტიტულიც, რაც მისი სტატუსის აღიარება იყო. 1972 წელს იგი ბრიტანეთის მოქალაქე გახდა. 1969 წელს დაიკავა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორის თანამდებობა, რომელიც 22 წლის განმავლობაში ეჭირა. 1991 წელს პოსტი დატოვა და გარდაცვალებამდე ორკესტრის საპატიო მუსიკალური დირექტორის ტიტულს ატარებდა. ჩიკაგოში მუშაობის პარალელურად, 1972-1975 წლებში პარიზის ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად, 1979-1983 წლებში კი ლოდონის ფილარმონიული ორკესტრის მთავარ დირიჟორად მუშაობდა. ადრეულ წლებში შოლტი ინტენსიური სადირიჟორო მანერით გამოირჩეოდა, რომელიც ბოლო წლებში შედარებით შერბილდა. არის რეკორდული რაოდენობის ჩანაწერების ავტორი – გაკეთებული აქვს 250-ზე მეტი ჩანაწერი, მათ შორის, 45 სრული საოპერო კოლექცია; ზოგიერთი ნაწარმოები კი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე რამდენჯერმე აქვს ჩაწერილი.

HSSubpages.svg

დღის სტატია

Kipiani by roinashvili.jpg
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა. მისი მოხსენიების დღეა 27 აპრილი.

W-circle.svg

სიახლეები

ემანუელ მაკრონი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია


HSDagensdatum.svg

27 აპრილი — ამ დღეს...

ეარბუს ა380
  • 1509 : რომის პაპმა იულიუს II-მ ინტერდიქტი გამოუცხადა ვენეციის იტალიურ სახელმწიფოს.
  • 1521 : მოგზაური ფერნანდო მაგელანი ფილიპინების ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს.
  • 1667 : დაბრმავებულმა და გაღატაკებულმა ჯონ მილტონმა საავტორო უფლებები დაკარგულ სამოთხეზე £10-ად გაყიდა.
  • 1848 : საფრანგეთმა ოფიციალურად აკრძალა მონობა საკუთარ კოლონიებში.
  • 1981 : Xerox PARC კომპიუტერის მაუსის პრეზენტაცის ახდენს.
  • 2005 : Airbus A380 (სურათზე) პირველ გაფრენას ახორციელებს ტულუზადან (საფრანგეთი).
  • 2014 : კათოლიკურმა ეკლესიამ იოანე XXIII-ის და იოანე-პავლე II-ის კანონიზაცია მოახდინა.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა