მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 160 028 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Saint Peter's Basilica facade, Rome, Italy.jpg
კათოლიციზმიქრისტიანობის ყველაზე დიდი კონფესია და, ასევე, მსოფლიოს უდიდესი რელიგიური მიმდინარეობა. როგორც მსოფლიოში უდიდესმა და უძველესმა, ასევე მუდმივად მოქმედმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, კათოლიკე ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა დასავლური ცივილიზაციის ისტორიასა და განვითარებაში. კათოლიციზმი აერთიანებს 24 კონკრეტულ ეკლესიასა და მთელს მსოფლიოში არსებულ 3,500 ეპარქიას. პაპი, რომელიც არის რომის ეპისკოპოსი, არის ასევე მთელი ეკლესიის მეთაური. რომის საეპისკოპოსო, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც წმინდა საყდარი, არის ეკლესიის ცენტრალური მმართველი ორგანო. წმინდა საყდარი შედგება ორი ნაწილისაგან: რომის კურიისგან, რომელსაც ოფისები ვატიკანში აქვს, და რომის ანკლავისგან, რომლის მეთაურიც თავად პაპია. კათოლიციზმმა უდიდესი გავლენა იქონია დასავლურ ფილოსოფიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკასა და მეცნიერებაზე. კათოლიკური ეკლესია თანაზიარებაში იყო აღმოსავლეთის ბერძნული წესის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან 1054 წლის დიდ სქიზმამდე, რომელიც უმეტესად პაპის ავტორიტეტისა და სულიწმინდის გამომავლობის საკითხში ორი კონფესიის უთანხმოებამ გამოიწვია. 431 წლის ეფესოს საეკლესიო კრებამდე დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები ფაქტობრივად იდენტური იყო, 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ კი ქრისტოლოგიაში არსებული განსხვავებების გამო მოხდა მათი თავდაპირველი გახლეჩა. XVI საუკუნის ევროპაში განხორციელებულმა რეფორმაციამ გამოიწვია კათოლიკე ეკლესიისაგან მისი დიდი ნაწილის გამოყოფა და ცალკე, პროტესტანტულ კონფესიად გადაქცევა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ნიკო ნიკოლაძე
ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე (დ. 9 (27.IX) ოქტომბერი, 1843, დიდი ჯიხაიში — გ. 5 აპრილი, 1928, თბილისი) — ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი.

HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

დენის სალივანი
  • ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ფილმი გახდა CODA, ხოლო ექვსი ნომინაცია ფილმმა დიუნმა აიღო.
  • ამერიკელი მათემატიკოსი დენის სალივანი (სურათზე) აბელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • მის მსოფლიო 2021-ის გამარჯვებული პოლონელი კაროლინა ბიელავსკა გახდა.
  • რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს.
  • სერდარ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • კატალინ ნოვაკი უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

    მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია


  • HSDagensdatum.svg

    5 აპრილი — ამ დღეს...

    აკაში-კაიკიოს ხიდი
  • 1795 : პრუსიამ და ესპანეთმა ბაზელში გააფორმეს სამშვიდობო შეთანხმებები საფრანგეთის რესპუბლიკასთან.
  • 1897 : საბერძნეთსა და ოსმალეთს შორის დაიწყო ომი.
  • 1945 : სსრკ-მა იაპონიას გამოუცხადა ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტის გაუქმება.
  • 1955 : უინსტონ ჩერჩილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა.
  • 1971 : სიცილიაში კვლავ ამოიფრქვა ვულკანი ეტნა.
  • 1998 : იაპონიაში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი — აკაში-კაიკიო (ასევე ცნობილი მარგალიტის ხიდის სახელით).

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა