ნოტიო კონტინენტური კლიმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნოტიო კონტინენტური ჰავის გავრცელების არეალი

ნოტიო კონტინენტური კლიმატი — ჰავა, რომელიც შუა განედებში, ტროპიკული და პოლარული ჰაერის მასების შეჯახების ადგილებში გვხვდება. ნოტიო კონტინენტური კლიმატი სხვადასხვაგვარი ამინდით და სეზონური ტემპერატურის ცვლილებით გამოირჩევა. სეზონური ტემპერატურული ცვლილება შეიძლება 33° ცელსიუსამდეც კი აღწევდეს, მაგრამ, მეტწილად 15-22°C ცელსიუსი არის ხოლმე -(27-40)° ფარენჰეიტით). ტემპერატურული ცვალებადობა იზრდება ყველაზე ცივ და ყველაზე ცხელ თვეებს შორის ჰაერის მასების შიდა ტერიტორიებზე გადმონაცვლებით, ანუ რაც უფრო იკლებს ოკეანის ზომიერი ჰავის გავლენა. ადგილები თვის ყველაზე მაღალი ტემპერატურით - 10 °C-ს ზემოთ - და თვის ყველაზე ცივი ტემპერატურით - -3°C-ს ქვემოთ - და რომლებიც მშრალი კლიმატის პირობებს არ აკმაყოფილებენ, კლასიფიცირდებიან როგორც კონტინენტური კლიმატის ტერიტორიები. ნოტიო კონტინენტური კლიმატი ყველაზე გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, ჩრდილო-დასავლეთ აზიის მხარეში, აგრეთვე ყვითელი ზღვის, კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილოეთის იაპონიის მომიჯნავედ. სამხრეთ ნახევარსფეროს მხოლოდ მცირე ნაწილებშია აღმოჩენილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]