2022
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ათასწლეული: | II · III · IV |
საუკუნე: | XX · XXI · XXII |
წლები: | 2019 · 2020 · 2021 2022 2023 · 2024 · 2025 |
გრიგორიანული კალენდარი | 2022 MMXXII |
იულიანური კალენდარი | 2021—2022 (14 იანვარიდან) |
იულიანური კალენდარი ბიზანტიურ ერასთან |
7530—7531 (14 სექტემბერიდან) |
ებრაული კალენდარი |
5782—5783 |
ისლამური კალენდარი | 1443—1444 |
ძველქართული კალენდარი | (21 მარტიდან) |
- სამყაროს შექმნიდან | 7625—7626 |
- ქრისტეს შობიდან | 2022 |
- ქორონიკონით | XIV მოქცევა და 178 წელი |
ძველსომხური კალენდარი | 4514—4515 (11 აგვისტოდან) |
სომხური საეკლესიო კალენდარი | 1471 ԹՎ ՌՆՀԱ
|
ეთიოპური კალენდარი | 2014—2015 |
რომის დაარსებიდან | 2774—2775 (4 მაისიდან) |
ძველინდური კალენდარი | |
- ვიქრამ-სამვატი | 2078—2079 |
- შაკა სამვატი | 1944—1945 |
- კალი-იუგა | 5123—5124 |
ირანული კალენდარი | 1400—1401 |
ბუდისტური კალენდარი | 2565 |
იაპონური წელთაღრიცხვა | 34-й год Хэйсэй |
ჩინური კალენდარი | 4718—4719 辛丑 — 壬寅 თეთრი ხარი — შავი ვეფხვი |
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
2022 (ორი ათას ოცდაორი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის მე-3 დეკადის მე-2 წელი.
მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იანვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2 იანვარი — ყაზახეთში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაზზე ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ.
- 5 იანვარი — ყაზახეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი არეულობების ფონზე. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა ასქარ მამინის მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას, მოგვიანებით მან გამოაცხადა რომ პრეზიდენტის პოსტთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც დაიკავებს ნურსულთან ნაზარბაევის ნაცვლად.
- 6 იანვარი — ყაზახეთის პრეზიდენტ თოყაევის თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ გააგზავნა სამშვიდობო მისია ყაზახეთში ქვეყნის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით.
- 11 იანვარი — კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ონლაინ შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა თოყაევმა მასობრივი არეულობების შემდეგ ყაზახეთში მშვიდობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.
თებერვალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 24 თებერვალი — რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის „დემილიტარიზაციისა“ და „დენაციფიკაციისთვის“, რის შემდეგაც დაიწყო სარაკეტო დარტყმები მთელი უკრაინის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს, რასაც მოჰყვა რუსული ჯარის შესვლა უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებიდან.