მთავარი გვერდი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
„როსკომნადზორმა“ აკრძალა რადიოსადგური „ეხო მასკვი“, შეუზღუდა წვდომა ტელეკომპანია „დოჟდისა“ და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, გამოცემებს „Meduza“, „The New Times“, „The Village“, „ТВ2“, „რადიო თავისუფლება“, „Deutsche Welle“ და BBC-ის რუსული სამსახური. ასევე დაბლოკა Facebook და Twitter, დაემუქრა ვიკიპედიას ბლოკირებით.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი სომხეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა.
რუსეთი უკრაინაში შეიჭრა (რუკა სურათზე).
რუსეთმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა.
161 : იმპერატორი ანტონინუს პიუსის გარდაცვალების შემდეგ, მარკუს ავრელიუსი და ლუციუს ვერუსი რომის იმპერიის თანამმართველობაზე თანხმდებიან, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო რომის ისტორიაში.
321 : რომის იმპერატორი კონსტანტინე დიდის განკარგულებით კვირა (მზის დღე) უქმე დღედ გამოცხადდა.
1852 : თბილისში გამოვიდა ჟურნალ „ცისკრის“ პირველი ნომერი.
1936 : ლოკარნოს ხელშეკრულების დარღვევით გერმანიამ რაინლანდის ანექსია მოახდინა.
1989 : ირანი და გაერთიანებული სამეფო დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტენ სალმან რაშდის სკანდალურ რომანთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.
1992 : საქართველოში სამხედრო გადატრიალებით მოსულმა სამხედრო საბჭომ ქვეყნის მმართველად საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე (სურათზე) მოიწვია.
1996 : პალესტინის პარლამენტის პირველი დემოკრატული არჩევნები შედგა.
|
სურამისა და ხაშურის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. შეიქმნა 2013 წლის 11 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, მანამდე ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაწილი იყო. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით საეპისკოპოსო კანდიდატად გამორჩეულ იქნა ყორანქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის მონასტრის იღუმენი სვიმეონი. ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს. ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედებს 15-მდე მამათა და დედათა მონასტერი, აგრეთვე არის მოქმედი და რესტავრაციის მოლოდინში მყოფი ეკლესიები. ეკლესიის უდიდეს ნაწილს აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მათგან აღსანიშნავია წრომის ეკლესია, ხცისის ეკლესია, ალისა და ნაბახტევის ეკლესიები და სხვა რელიგიურად და ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ ეპარქია 2013 წლიდან არსებობს და ერთგვარად ახალ ეპარქიად მოიაზრება, აღსანიშნავია ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა და წარსულში მისი არსებობა სხვა ეპარქიათა შემადგენლობაში. ამაზე აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობა, ლაპიდარული წარწერები და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული არტეფაქტებიც მეტყველებენ.
ცისკარი — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 და 1857-1875 წლებში. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. „ცისკარმა“ ფართო საზოგადოებას გააცნო სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||