მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 159 401 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Tsromi church of amagleba (3).jpg
სურამისა და ხაშურის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. შეიქმნა 2013 წლის 11 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, მანამდე ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაწილი იყო. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით საეპისკოპოსო კანდიდატად გამორჩეულ იქნა ყორანქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის მონასტრის იღუმენი სვიმეონი. ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს. ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედებს 15-მდე მამათა და დედათა მონასტერი, აგრეთვე არის მოქმედი და რესტავრაციის მოლოდინში მყოფი ეკლესიები. ეკლესიის უდიდეს ნაწილს აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მათგან აღსანიშნავია წრომის ეკლესია, ხცისის ეკლესია, ალისა და ნაბახტევის ეკლესიები და სხვა რელიგიურად და ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ ეპარქია 2013 წლიდან არსებობს და ერთგვარად ახალ ეპარქიად მოიაზრება, აღსანიშნავია ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა და წარსულში მისი არსებობა სხვა ეპარქიათა შემადგენლობაში. ამაზე აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობა, ლაპიდარული წარწერები და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული არტეფაქტებიც მეტყველებენ.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ჟურნალის 1852 წლის გამოცემის გარეყდა.
ცისკარი — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 და 1857-1875 წლებში. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. „ცისკარმა“ ფართო საზოგადოებას გააცნო სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.



HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)
  • „როსკომნადზორმა“ აკრძალა რადიოსადგური „ეხო მასკვი“, შეუზღუდა წვდომა ტელეკომპანია „დოჟდისა“ და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, გამოცემებს „Meduza“, „The New Times“, „The Village“, „ТВ2“, „რადიო თავისუფლება“, „Deutsche Welle“ და BBC-ის რუსული სამსახური. ასევე დაბლოკა Facebook და Twitter, დაემუქრა ვიკიპედიას ბლოკირებით.
  • ვაჰაგნ ხაჩატურიანი სომხეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა.
  • უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა.
  • რუსეთი უკრაინაში შეიჭრა (რუკა სურათზე).
  • რუსეთმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა.

  • HSDagensdatum.svg

    7 მარტი — ამ დღეს...

    ედუარდ შევარდნაძე
  • 161 : იმპერატორი ანტონინუს პიუსის გარდაცვალების შემდეგ, მარკუს ავრელიუსი და ლუციუს ვერუსი რომის იმპერიის თანამმართველობაზე თანხმდებიან, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო რომის ისტორიაში.
  • 321 : რომის იმპერატორი კონსტანტინე დიდის განკარგულებით კვირა (მზის დღე) უქმე დღედ გამოცხადდა.
  • 1852 : თბილისში გამოვიდა ჟურნალ „ცისკრის“ პირველი ნომერი.
  • 1936 : ლოკარნოს ხელშეკრულების დარღვევით გერმანიამ რაინლანდის ანექსია მოახდინა.
  • 1989 : ირანი და გაერთიანებული სამეფო დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტენ სალმან რაშდის სკანდალურ რომანთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.
  • 1992 : საქართველოში სამხედრო გადატრიალებით მოსულმა სამხედრო საბჭომ ქვეყნის მმართველად საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე (სურათზე) მოიწვია.
  • 1996 : პალესტინის პარლამენტის პირველი დემოკრატული არჩევნები შედგა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა