მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 159 235 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Tsromi church of amagleba (3).jpg
სურამისა და ხაშურის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. შეიქმნა 2013 წლის 11 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, მანამდე ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაწილი იყო. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით საეპისკოპოსო კანდიდატად გამორჩეულ იქნა ყორანქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის მონასტრის იღუმენი სვიმეონი. ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს. ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედებს 15-მდე მამათა და დედათა მონასტერი, აგრეთვე არის მოქმედი და რესტავრაციის მოლოდინში მყოფი ეკლესიები. ეკლესიის უდიდეს ნაწილს აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მათგან აღსანიშნავია წრომის ეკლესია, ხცისის ეკლესია, ალისა და ნაბახტევის ეკლესიები და სხვა რელიგიურად და ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ ეპარქია 2013 წლიდან არსებობს და ერთგვარად ახალ ეპარქიად მოიაზრება, აღსანიშნავია ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა და წარსულში მისი არსებობა სხვა ეპარქიათა შემადგენლობაში. ამაზე აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობა, ლაპიდარული წარწერები და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული არტეფაქტებიც მეტყველებენ.

HSSubpages.svg

დღის სტატია

მიუნხენის ბაიერნის ლოგო
საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი (გერმ.: FC Bayern München) — გერმანიის საფეხბურთო კლუბი ბავარიის ქალაქ მიუნხენიდან; ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ფეხბურთის ისტორიაში; ასევე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. 2 საკონტინენტთაშორისო თასით, 4 ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტიტულით, 1 უეფას თასის ტიტულით, 1 თასების მფლობელთა თასის ტიტულით, 21 ეროვნული ჩემპიონატით, 14 გერმანული თასით, მიუნხენის ბაიერნი გერმანიის მოწინავე საფეხბურთო კლუბია. ბაიერნი საწევრო კლუბია და 132.000 წევრით მსოფლიოში სიდიდით მესამეა ბენფიკასა და ბარსელონას კლუბების შემდეგ. ბაიერნს ასევე განყოფილებები აქვს ჭადრაკში, ხელბურთში, კალათბურთში, ტანვარჯიშში, ბოულინგსა და მაგიდის ჩოგბურთში.



HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

სერჯო მატარელა
  • რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
  • რუსეთმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა.
  • ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
  • სერჯო მატარელა (სურათზე) იტალიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
  • სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა.
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს.

  • HSDagensdatum.svg

    27 თებერვალი — ამ დღეს...

    ალმოკიდებული რაიხსტაგი
  • 1594 : ნავარის მეფე ანრი IV შარტრის ტაძარში საფრანგეთის მეფედ აკურთხეს, რაც ბურბონთა დინასტიის დასაბამი გახდა.
  • 1801 : ვაშინგტონიახალი ქალაქი და აშშ-ის დედაქალაქი - აშშ-ის კონგრესის იურისდიქციაში მოექცა.
  • 1861 : ვარშავაში დაიწყო რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები. რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი პროტესტანტი მოკლეს.
  • 1900 : მიუნხენში საფეხბურთო კლუბი „ბავარია“ დაარსდა.
  • 1919 : ვილნიუსში გამოცხადდა ლიტვა-ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - ლიტბელი.
  • 1933 : ბერლინში რაიხსტაგის შენობას ცეცხლი წაუკიდეს (სურათზე) — მოვლენა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამყარებაში.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა