მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 158 011 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Otello-Alexandre-Marie Colin 1829.jpg
„ოტელო“ჯუზეპე ვერდის ოპერა ოთხ მოქმედებად არიგო ბოიტოს ლიბრეტოთი. დაფუძნებულია შექსპირის იმავე სახელწოდების პიესაზე. იგი ვერდის ბოლოს წინა ოპერა იყო და პირველად ლა სკალაში, 1887 წლის 5 თებერვალს შესრულდა. 1871 წელს, „აიდას“ წარმატების შემდეგ ვერდიმ გადაწყვიტა, აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა შეეწყვიტა. ამის გამო, მის მილანელ გამომცემელს, ჯულიო რიკორდის მომდევნო ათი წელი დასჭირდა, რათა ვერდი ჯერ მუშაობის განახლებაში დაერწმუნებინა, შემდეგ მისივე 1857 წლის ოპერის, „სიმონ ბოკანეგრას“ რევიზიაში (რა დროსაც გააცნო ლიბრეტისტი არიგო ბოიტო), ხოლო ბოლოს შეუდგა მძიმე პროცესს, რათა დაეყოლიებინა კომპოზიტორი, ენახა ბოიტოს დასრულებული ლიბრეტო „ოტელოსთვის“, რაც 1881 წლის ივლის-აგვისტოში მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ვერდის არაფრის პირობა არ მიუცია და ლიბრეტოზე მუშაობის პროცესი ძლიერ გაიწელა. მხოლოდ მისი პირველი ესკიზების შექმნიდან 5 წლის შემდეგ, 1884 წელს დაიწყო მან მუსიკაზე მუშაობა და 1885 წლის ბოლოსთვის მზად ჰქონდა. პრემიერა 1887 წლის 5 თებერვალს, მილანში შედგა და დიდი წარმატება ჰხვდა წილად; პრემიერას მალევე მოჰყვა დადგმები ევროპისა და ამერიკის წამყვან თეატრებში.

HSSubpages.svg

დღის სტატია

წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი

წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი (257-351) — მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 6 დეკემბერი და 9 მაისი ახალი სტილით — 19 დეკემბერი და 22 მაისი.

წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა ქრისტეს შობიდან 257 წელს. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.



HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ენ რაისი
  • კირილ პეტკოვი ბულგარეთის კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
  • ამერიკელი მწერალი ენ რაისი (სურათზე) 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად აირჩიეს.
  • კარლ ნეჰამერი ავსტრიის კანცლერი გახდა.
  • ინდონეზიაში ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
  • სიომარა კასტრო ჰონდურასის პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.

  • HSDagensdatum.svg

    19 დეკემბერი — ამ დღეს...

    შარლ დე გოლი
  • 1965 : შარლ დე გოლი (სურათზე) საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა.
  • 1972 : აპოლო 17 სამი კოსმონავტით დედამიწაზე დაბრუნდა. ეს მთვარეზე ადამიანის ბოლო გაფრენა იყო.
  • 1974 : პირველი პერსონალური კომპიუტერი Altair 8800 გამოვიდა.
  • 1984 : ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო შეთანხმდნენ 1997 წლის 1 ივლისს ჰონკონგის მმართველობის ჩინეთისთვის გადაცემაზე.
  • 1998 : აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტი ბილ კლინტონის იმპიჩმენტის განიხლვა დაიწყო ლევინსკის სკანდალის გამო.
  • 2001 : არგენტინის ეკონომიკური კრიზისიბუენოს-აირესში არეულობა დაიწყო მთავრობის მიერ ბანკებში მოსახლეობის დანაზოგების გაყინვის გამო.
  • 2005 : დედამიწის მოსახლეობამ 6,5 მილიარდს მიაღწია.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა