როგორ დავარეგულირო, თუ როგორ გამოჩნდება ჩემთვის რეკლამები Facebook-ზე პარტნიორებთან ჩემი აქტივობის მონაცემების საფუძველზე?

თქვენთვის უფრო შესაფერისი რეკლამების საჩვენებლად ჩვენ ვიღებთ და ვიყენებთ მონაცემებს, რომლებსაც რეკლამის დამკვეთები და სხვა პარტნიორები გვაწვდიან მათ ვებსაიტებსა და აპებზე თქვენს აქტივობასთან, ასევე, ისეთ კავშირგარეშე მოქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა შესყიდვები. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა გაჩვენოთ პერანგის რეკლამა ტანსაცმლის ვებსაიტზე თქვენი სტუმრობის საფუძველზე.
თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ, ხედავდეთ თუ არა Facebook-ის გარეთ თქვენი აქტივობის საფუძველზე და თქვენი აქტივობის შესახებ პარტნიორებისგან მიღებული მონაცემების გამოყენებით შერჩეულ რეკლამებს სარეკლამო პარამეტრებიდან.
ამ პარამეტრის სანახავად და მოსარგებად:
  1. Click account in the top right of Facebook.
  2. Select Settings & Privacy, then click Settings.
  3. გადადით ქვემოთ და დაწკაპუნებით აირჩიეთ რეკლამები მარცხენა მენიუში.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ სარეკლამო პარამეტრები შემდეგ დაწკაპუნებით აირჩიეთ თქვენი აქტივობის შესახებ პარტნიორებისგან მიღებული მონაცემები.
  5. აირჩიეთ, შეგვეძლოს თუ არა ჩვენი პარტნიორებისგან მიღებული მონაცემების გამოყენება თქვენთვის რეკლამების საჩვენებლად.
გახსოვდეთ, ეს პარამეტრები აკონტროლებს, შეგვეძლოს თუ არა თქვენთვის პერსონალიზებული რეკლამების ჩვენება Facebook-ზე, ჩვენი პარტნიორებისგან თქვენი აქტივობის შესახებ მიღებული მონაცემების საფუძველზე. თუ ამ პარამეტრს გამორთავთ, რეკლამები, რომლებსაც დაინახავთ, შესაძლოა მაინც ეფუძნებოდეს ჩვენს პლატფორმაზე თქვენს აქტივობას. შესაძლოა, ისინი ასევე ემყარებოდეს ინფორმაციას კონკრეტული კომპანიისგან, რომელმაც გაგვიზიარა პირებისა თუ მოწყობილობების სია, თუ თქვენი პროფილი დაემთხვევა ამ სიაში მოცემულ ინფორმაციას.
ეს პარამეტრები ეხება მხოლოდ იმ რეკლამებს, რომლებსაც ხედავთ Facebook ანგარიშის ფარგლებში, მათ შორის, Messenger-ში და ვებსაიტებზე, აპებსა და მოწყობილობებში Facebook-ის სარეკლამო სერვისების მეშვეობით გამოგზავნილ რეკლამებს. თუ თქვენს Instagram და Facebook ანგარიშებზე არ გაქვთ ჩართული დაკავშირებული ფუნქციები, ეს პარამეტრები არ გავრცელდება რეკლამებზე, რომლებსაც Instagram-ში ხედავთ. შეიტყვეთ, როგორ დაარეგულიროთ რეკლამები, რომლებიც Instagram-ზე ჩანს.
თუ Instagram და Facebook ანგარიშებზე ჩართული გაქვთ დაკავშირებული ფუნქციები, ასევე, შეგიძლიათ Instagram-ზე სარეკლამო გამოცდილების რეგულირება პარამეტრიდან თქვენი აქტივობის შესახებ პარტნიორებისგან მიღებული მონაცემები.
ჩვენ ვიცავთ თვითმარეგულირებელ პრინციპებს ქცევითი ონლაინ-რეკლამისთვის და ვმონაწილეობთ უარის თქმის პროგრამებში, რომელთა შემქმნელები არიან ციფრული სარეკლამო ალიანსი, კანადის ციფრული სარეკლამო ალიანსი და ევროპის ინტერაქტიული ციფრული სარეკლამო ალიანსი. ამ საიტების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ყველა მონაწილე კომპანიის პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმა.
სასარგებლო იყო?
კი
არა