სახელები Facebook-ზე

იმისათვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, ვისთან აქვთ ურთიერთობა, ყველას გთხოვთ მიუთითოთ Facebook-ზე ის სახელი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში იყენებთ. შეიძლება მოგთხოვოთ იმის დადასტურება, რომ Facebook-ის ანგარიშში თქვენ მიუთითეთ სახელი, რომელსაც იყენებთ რეალურ ცხოვრებაში.
სახელის დადასტურება
თუ ანგარიშში შესვლისას ხედავთ შეტყობინებას თქვენი სახელის დადასტურების თხოვნით, მაშინ შეიძლება დროებით შეგეზღუდოთ Facebook-ის რიგი ფუნქციების წვდომა, სანამ არ დაადასტურებთ ან არ შეცვლით სახელს თქვენს ანგარიშში.
თქვენი სახელის დასადასტურებლად ან შესაცვლელად, შედით Facebook-ის თქვენს ანგარიშში და მიჰყევით ეკრანზე ასახულ ინსტრუქციებს. შესაძლოა დაგჭირდეთ პირადობის მოწმობის ან ჩვენი სიიდან სხვა დოკუმენტის ატვირთვა (მაგ., წევრობის ბარათის ან წერილის), სადაც მითითებულია სახელი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში იყენებთ.
თქვენი სახელის გამოყენება Facebook-ზე
ჩვენ გვესმის, რომ სახელი, რომელსაც იყენებთ რეალურ ცხოვრებაში, შეიძლება განსხვავდებოდეს ოფიციალური სახელისგან. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გამოიყენოთ Facebook-ის პროფილში თქვენთვის ჩვეული სახელი.
სახელის შეცვლა და დამატებითი სახელები
შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენის სახელი ან დაამატოთ პროფილში დამატებითი სახელები (მაგ., მეტსახელი, ქალიშვილობის გვარი). სახელის შეცვლა შესაძლებელია 60 დღეში ერთხელ.
კონფიდენციალურობის მართვა
თუ გაწუხებთ ის, რომ Facebook-ზე თქვენი სახელი იქნება გამოყენებული, გამოიყენეთ ხელსაწყოები, რომლებიც დაგეხმარებათ იმ ინფორმაციის მართვაში, რომელსაც სხვა ადამიანები ხედავენ თქვენ შესახებ.