მთავარი გვერდი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ფრედერიკ დე კლერკი (სურათზე) 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამხრეთ აფრიკელი მწერალი და დრამატურგი დეიმონ გალგუტი ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა.
რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.
ბარბადოსი რესპუბლიკად გამოცხადდა და სანდრა მეისონი პრეზიდენტად აირჩიეს.
ჟოზე მარია ნევეში კაბო-ვერდეს პრეზიდენტად აირჩიეს.
ალექსანდერ შალენბერგი ავსტრიის კანცლერი გახდა.
1558 : ელისაბედ I (სურათზე) ინგლისის მონარქი გახდა.
1839 : ჯუზეპე ვერდის პირველი ოპერა „ობერტოს“ პრემიერა გაიმართა მილანში.
1869 : ეგვიპტეში სუეცის არხის გახსნის საზეიმო ცერემონია მოეწყო.
1903 : რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ბოლშევიკებად (უმრავლესობა) და მენშევიკებად (უმცირესობა) დაიშალა.
1970 : მთვარეზე დაეშვა საბჭოთა ლუნოხოდ-1 — პირველი დისტანციურად მართვადი რობოტი, რომელიც სხვა პლანეტის ზედაპირზე დაეშვა.
1970 : დუგლას ენგელბარტმა დააპატენტა პირველი კომპიუტერული თაგუნა.
1989 : პრაღის სტუდენტთა დემონსტრაციის დარბევით ჩეხოსლოვაკიაში ხავერდოვანი რევოლუცია დაიწყო.
|
ევოლუცია — ბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ცვალებადობა მომდევნო თაობებში. ეს ნიშან-თვისებები წარმოადგენს გამოხატვას გენებისა, რომელიც მშობლიდან ნაშიერს რეპროდუქციის შედეგად გადაეცემა. ნებისმიერ მოცემულ პოპულაციაში შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული თვისებები, რაც შედეგია მუტაციის, გენეტიკური რეკომბინაციის და გენეტიკური ვარიაციების სხვა ფაქტორებისა. ევოლუციას ადგილი აქვს, როცა ევოლუციური პროცესები, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი გადარჩევა (მათ შორის, სქესობრივი გადარჩევა) და გენური დრეიფი მოქმედებენ აღნიშნულ ვარიაციებზე, რაც იწვევს პოპულაციის შიგნით კონკრეტული თვისების გავრცელებას ან გაიშვიათებას. ევოლუციის სწორედ ამ პროცესმა წარმოშვა ბიომრავალფეროვნება ბიოლოგიური ორგანიზმების ყველა დონეზე, სახეობის, ინდივიდუალური ორგანიზმებისა და მოლეკულების ჩათვლით.
დედამიწაზე არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმს ჰყავს საერთო წინაპარი, რომელსაც „უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპარი“ (Last Universal Common Ancestor - LUCA) ეწოდება. იგი 3,5-3,8 მილიარდი წლის წინ არსებობდა, თუმცა, 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ 4,1 მილიარდი წლით დათარიღებული „ბიოტური სიცოცხლის ნარჩენები“ იპოვა დასავლეთ ავსტრალიის უძველეს გეოლოგიურ შრეებში. 2016 წლის ივლისში მეცნიერებმა მოახდინეს LUCA-ს 355 გენის იდენტიფიკაცია, რომლებსაც დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი იზიარებს.
ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი — (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ცნობილია როგორც 1921-45 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||