მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 157 630 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Charles Darwin aged 51.jpg
ევოლუციაბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ცვალებადობა მომდევნო თაობებში. ეს ნიშან-თვისებები წარმოადგენს გამოხატვას გენებისა, რომელიც მშობლიდან ნაშიერს რეპროდუქციის შედეგად გადაეცემა. ნებისმიერ მოცემულ პოპულაციაში შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული თვისებები, რაც შედეგია მუტაციის, გენეტიკური რეკომბინაციის და გენეტიკური ვარიაციების სხვა ფაქტორებისა. ევოლუციას ადგილი აქვს, როცა ევოლუციური პროცესები, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი გადარჩევა (მათ შორის, სქესობრივი გადარჩევა) და გენური დრეიფი მოქმედებენ აღნიშნულ ვარიაციებზე, რაც იწვევს პოპულაციის შიგნით კონკრეტული თვისების გავრცელებას ან გაიშვიათებას. ევოლუციის სწორედ ამ პროცესმა წარმოშვა ბიომრავალფეროვნება ბიოლოგიური ორგანიზმების ყველა დონეზე, სახეობის, ინდივიდუალური ორგანიზმებისა და მოლეკულების ჩათვლით. დედამიწაზე არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმს ჰყავს საერთო წინაპარი, რომელსაც „უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპარი“ (Last Universal Common Ancestor - LUCA) ეწოდება. იგი 3,5-3,8 მილიარდი წლის წინ არსებობდა, თუმცა, 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ 4,1 მილიარდი წლით დათარიღებული „ბიოტური სიცოცხლის ნარჩენები“ იპოვა დასავლეთ ავსტრალიის უძველეს გეოლოგიურ შრეებში. 2016 წლის ივლისში მეცნიერებმა მოახდინეს LUCA-ს 355 გენის იდენტიფიკაცია, რომლებსაც დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი იზიარებს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი — (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ცნობილია როგორც 1921-45 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.



HSBild.svg

დღის სურათი

ბოშამის ჩანჩქერი, გრეიტ-ოტუეის ეროვნული პარკი, ვიქტორია
ბოშამის ჩანჩქერი, გრეიტ-ოტუეის ეროვნული პარკი, ვიქტორია



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ფრედერიკ დე კლერკი
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ფრედერიკ დე კლერკი (სურათზე) 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • სამხრეთ აფრიკელი მწერალი და დრამატურგი დეიმონ გალგუტი ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • ბარბადოსი რესპუბლიკად გამოცხადდა და სანდრა მეისონი პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ჟოზე მარია ნევეში კაბო-ვერდეს პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ალექსანდერ შალენბერგი ავსტრიის კანცლერი გახდა.

  • HSDagensdatum.svg

    17 ნოემბერი — ამ დღეს...

    ელისაბედ I
  • 1558 : ელისაბედ I (სურათზე) ინგლისის მონარქი გახდა.
  • 1839 : ჯუზეპე ვერდის პირველი ოპერა „ობერტოს“ პრემიერა გაიმართა მილანში.
  • 1869 : ეგვიპტეში სუეცის არხის გახსნის საზეიმო ცერემონია მოეწყო.
  • 1903 : რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ბოლშევიკებად (უმრავლესობა) და მენშევიკებად (უმცირესობა) დაიშალა.
  • 1970 : მთვარეზე დაეშვა საბჭოთა ლუნოხოდ-1 — პირველი დისტანციურად მართვადი რობოტი, რომელიც სხვა პლანეტის ზედაპირზე დაეშვა.
  • 1970 : დუგლას ენგელბარტმა დააპატენტა პირველი კომპიუტერული თაგუნა.
  • 1989 : პრაღის სტუდენტთა დემონსტრაციის დარბევით ჩეხოსლოვაკიაში ხავერდოვანი რევოლუცია დაიწყო.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა