Soraya Osorio – ავეჯის დიზაინერი, Firefox-ის ქომაგი

ჩვენ ვმუშაობთ, რომ ინტერნეტი გახდეს მეტად უსაფრთხო, ჯანსაღი და სარგებლის მომტანი თითოეული მომხმარებლისთვის.

Mozilla არის Firefox-ის შემქმნელი არამომგებიანი დაწესებულება. ჩვენ ვქმნით პროდუქტებს არა ფინანსური შემოსავლის მისაღებად, არამედ იმ მიზნით, რომ ინტერნეტი სრულად მოხმარდეს საზოგადოების კეთილდღეობას.

ჩვენი მიზანი

როდესაც იყენებთ Firefox-ს, თქვენ ეხმარებით Mozilla-ს მცდარი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, ადამიანებისთვის ტექნიკური ცოდნის მიწოდებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში, სოციალურ ქსელებში, თავაზიანობისა და ურთიერთპატივისცემის დონის ამაღლებაში და ა. შ. იხილეთ, თუ რას გულისხმობს, ინტერნეტის გაჯანსაღებისთვის ბრძოლა.

ჩვენ მიერ დანერგილი სიახლეები

ინტერნეტის გამოყენებით, ჩვენ ვაშენებთ გახსნილ, ახლებური სახის ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას აძლევს შემმუშავებლებს, დახურული დაწესებულებებისგან დამოუკიდებლად იმუშაონ და შექმნან უფრო მეტად სწრაფი და უსაფრთხო გარემო ინტერნეტში ჩვენთვის, ყველასთვის.

  • დამატებები

    მოარგეთ Firefox თქვენს მოთხოვნილებებს, რჩეული დამატებების საშუალებით, როგორიცაა პაროლების მმართველი, რეკლამების შემზღუდველი და ა. შ.

  • დასაქმება

    იხილეთ ვრცლად, Mozilla-ში მუშაობის უპირატესობების შესახებ და გაეცანით ვაკანსიებს მთელი მსოფლიოდან.

  • გესაჭიროებათ დახმარება?

    მიიღეთ პასუხები Firefox და Mozilla-სთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე ჩვენი მხარდაჭერის გუნდისგან.