Skip to content
SKA_7843 (1)

შემქმნელთა სივრცე

მეიქერს ქოვორქინგი
woman-sitting-in-front-of-computer-in-office-3861967

მეიქერს დეველოპმენტი

ონლაინ შოფები, აპლიკაციები, საიტები
group-of-person-sitting-indoors-3184306

მეიქერს კონსალტინგი

ციფრული მარკეტინგი, BIG DATA, AI და სხვა ...

მეიქერს ქოვორქინგი

“მეიქერს ქოვორქინგი” კომფორტული საერთო სამუშაო სივრცეა, სადაც ყველაფერია თქვენი მაქსიმალური პროდუქტიულობისა და კონცენტრაციისთვის. მეტი სიმყუდროვისა და სიმშვიდისთვის, სივრცე დაყოფილია ოპტიმალური ზომის ქვესივრცეებად, რაც როგორც სამუშაოდ, ასევე განსატვირთად საუკეთესო გარემოს ქმნის.

თუკი თქვენ გიყვართ მუშაობა საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, “მეიქერსი” ამისათვის საუკეთესო ადგილია. თქვენ განკარგულებაშია ტექნიკურად სრულად აღჭურვილი საკონფერენციო ოთახი და მყუდრო სამზარეულო.

“მეიქერსი” დინამო სტადიონის შიდა, დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს, აქვს მუდმივად თავისუფალი საავტომობილო, ველო და მოტო საპარკინგე ადგილები. დაივიწყეთ სხვადასხვა დისკომფორტით გამოწვეული სტრესი – აქ ყველა პირობაა შექმნილი თქვენი ეფექტური მუშაობისთვის.

სწრაფი ინტერნეტი

WiFi და LAN

პარკინგი

სადაც ადგილი ყოველთვის დაგხვდებათ

მშვიდი გარემო

მშვიდი სამუშაო გარემო

მეიქერს დეველოპმენტი

“მეიქერსის” მუდმივი და პარტნიორი დეველოპერები საქართველოში და მის გარეთ მუდამ მზად არიან შეეჭიდონ რთულ და საინტერესო პროექტებს.

ჩვენი გუნდის წევრების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილმა ინტერნეტ პროექტებმა ბევრჯერ გააოცა ქართველი ინტერნეტ მომხმარებელი და დღესაც მილიონობით ადამიანი იყენებს მათ.

ელ-კომერცია

პროფესიონალური ონლაინ მაღაზიის დამზადება და ტექნიკური მხარდაჭერა

მობილური აპები

მობილური აპლიკაციების შექმნა iOS და Android პლატფორმებისათვის და მათი შემდგომი მომსახურება

ბიზნეს აპლიკაციები

ბიზნესის მართვის აპლიკაციების დეველოპმენტი და ინტეგრაცია

საიტები

საინფორმაციო და პრომო საიტების დამზადება და მათი შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა

მეიქერს კონსალტინგი

ციფრული მარკეტინგი, ელექტრონული კომერცია, პროცესების ავტომატიზაცია, დისტანციური სწავლება და ელექტრონული კომუნიკაციები – ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენი გამოცდილება დაგიზოგავთ დროს და ფინანსურ რესურსს. თქვენ არ მოგიწევთ საკუთარ შეცდომებზე სწავლა, ვინაიდან ჩვენი ექსპერტები გაგიზიარებენ როგორც წარმატებულ, ასევე უარყოფით გამოცდილებას და დაგეხმარებიან პროესების სწორად წარმართვაში.

მეიქერს აკადემია

“მეიქერს აკადემია” გაძლევთ საშუალებას გაიაროთ პრაქტიკული კურსები IT ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად სფეროებში. ჩვენი მიზანია გასწავლოთ არა მარტო სინტაქსი და ვიზუალური გარემო, არამედ გაჩვენოთ მისი გამოყენების საუკეთესო მაგალითები, რათა გახდეთ ხელოვანი თქვენს დარგში.

ლოკაცია

პარტნიორები

ბრენდები რომელთაც თქვენ ენდობით, გვენდობიან ჩვენ