მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 156 996 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Paolo Monti - Servizio fotografico (Napoli, 1969) - BEIC 6353768.jpg
სტოიციზმიელინისტური ფილოსოფიური სწავლება, რომელიც ზენონ კიტიონელის (ძველი ბერძენი ფილოსოფოსი) თაოსნობით შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში, ათენში. ასევე ზენონის სახელს უკავშირდება პირველი სტოიკური სკოლის ჩამოყალიბება. აღსანიშავია, რომ სტოიციზმი მოიაზრება ეთიკურ ფილოსოფიად, რომელიც აყალიბებს ლოგიკურ სისტემასა და გვთავაზობს სამყაროს ერთიანი შეხედულების მოდელს. სწავლების მიხედვით, ევდაიმონიისკენ (ბედნიერებისკენ) მიმავალი გზა ეხმარება ადამიანს თავი დაიცვას ავხორცობისა და შიშისგან, შეიმეცნოს სამყარო სრული სისავსითა და აღმოაჩინოს საკუთარი თავი ბუნებასთან მიმართებით.

სტოიკოსები განსაკუთრებით ცნობილნი არიან მათი სწავლებით, რომ  „სიქველე ერთადერთი სიკეთეა“ ადამიანთათვის, ხოლო გარეშე ფაქტორები, როგორებიცაა ჯანმრთელობა, სიმდიდრე, სიამოვნება - არ წარმოადგენენ თავისთავად კარგ, ან ცუდ ცნებებს, არამედ მათ გააჩნიათ ღირებულება სათნო ქმედებების მიმართებით. ღირებულებებს განვსაზღვრავთ სხვადასხვა კრიტერიუმებით, რომლებიც შეგვიძლია თავსებადი გავხადოთ სიქველესთან მიმართებით. არისტოტესეული ეთიკის პარალელურად, სტოიკური ტრადიცია წარმოადგენს სიქველის ეთიკის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. სტოიკოსების დაშვებით, დესტრუქციულ ემოციებს შეცდომაში შეჰყავთ განსჯა და მიაჩნდათ, რომ ადამიანებმა უნდა შეინარჩუნოს „ბუნებასთან შესაბამისი“ ნება. ამდენად მნიშვნელოვანია, არათუ რას ამბობს ადამიანი, არამედ როგორ მოქმედებს. თანმიმდევრული ცხოვრებისთვის კი ამასთანავე მნიშვნელოვანია ბუნებითი წესების შემეცნება, რადგან ისინი წარმოადგენენ ყოველთა საფუძველს.

მრავალი სტოიკოსი, მაგალითად სენეკა და ეპიქტეტე - მიიჩნევდნენ, რომ სიკეთე (სიქველე) საკმარისია ბედნიერებისათვის, სიბრძნე კი ემოციური მდგრადობის მომნიჭებელია. ხსენებული ხედვა თავსებადია ფრაზასთან - „სტოიცისტური სიმშვიდე“, თუმცა ფრაზა არ მოიცავს რადიკალურ სტოიკურ ეთიკურ ხედვას, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ სიბრძნე შეიძლება იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი და ყველა ტიპის მორალური გადაცდომა, თანაბრად მიუღებელი.

სტოიცისზმი პოპულარული გახდა ძველ ბერძნულ-რომაულ სამყაროებში, ძვ. წ. III საუკუნეში, როცა მის მიმდევართა შორის იყო იმპერატორი მარკუს ავრელიუსი, ხოლო უარყოფილ იქნა ქრისტიანობასთან ერთად, IV საუკუნეში.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ბალკანეთის პირველი ომი
ბალკანეთის პირველი ომიბალკანეთის პირველი ომი (1912) მიმდინარეობდა ბალკანეთის კავშირიში შემავალ ქვეყნებსა და ოსმალეთის იმპერიის შორის. ბალკანეთის ხალხის წინაშე იდგა ოსმალეთის ბატონობისაგან განთავისუფლების ისტორიულ ამოცანა. ადგილობრივი პროლეტარიატის სისუსტის, გლეხობის ჩამორჩენილობისა და ბალკანეთის შინაურ საქმეებში დიდი იმპერიალისტური სახელმწიფოების ჩარევის გამო ეს ამოცანა გადაწყდა არა რევოლუციური გზით, არამედ ომით. ამიტომ ბალკანეთის სახელმწიფოებს საერთო განმათავისუფლებელ ამოცანებთან ერთად თავ-თავიანთი ტერიტორიული პრეტენზიებიც გააჩნდათ. ბულგარეთი და სერბია მაკედონიის განაწილებით იყო დაინტერესებული.



HSBild.svg

დღის სურათი

სასტუმრო „კაზერჰოფში“ ვილჰელმ I-ის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებული მოსაწვევი ბარათი
სასტუმრო „კაზერჰოფში“ ვილჰელმ I-ის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებული მოსაწვევი ბარათი



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ალექსანდერ შალენბერგი
  • ალექსანდერ შალენბერგი (სურათზე) ავსტრიის კანცლერი გახდა.
  • ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში კანადელი დევიდ ქარდი, ამერიკელები ჯოშუა ანგრისტი და გვიდო იმბენსი გახდნენ.
  • ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
  • ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში ფილიპინელი მარია რესა და რუსი დიმიტრი მურატოვი გახდნენ.
  • ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ტანზანიელი აბდულრაზაკ გურნა გახდა.
  • ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში ამერიკელი დევიდ მაკმილანი და გერმანელი ბენჯამინ ლისტი გახდნენ.

  • HSDagensdatum.svg

    18 ოქტომბერი — ამ დღეს...

    ტრანზისტორული რადიო რეჯენსი TR1
  • 1016 : ასანდუნის ბრძოლაში დანიელები კნუტ დიდის მეთაურობით ესექსელებს ამარცხებენ და თითქმის მთელ ინგლისის სამეფოს იპყრობენ.
  • 1851 : ჰერმან მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“ გამოქვეყნდა პირველად, როგორც „ვეშაპი“.
  • 1912 : ბალკანეთის პირველი ომი დაიწყო.
  • 1922 : ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კომპანია (BBC) დაფუძნდა ლონდონში.
  • 1954 : Texas Instruments ქმნის პირველ ტრანზისტორულ რადიომიმღებს (სურათზე).
  • 1976 : კოზა ნოსტრას „ბოსთა ბოსის“, ამერიკის ყველაზე გავლენიანი მაფიოზის, კარლო გამბინოს დაკრძალვის ცერემინია შედგა ნიუ-იორკში.
  • 1991 : აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა