iPhone 13-ის ღონისძიებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და რაც მთავარია ის წელს დაუბრუნდება თავის ტრადიციულ დროს და მას სექტემბრის თვეში ვიხილავთ. ზოგადად როგორც ყოველთვის ახალი iPhone-ი გამოსვლის შემდეგ რამდენიმე კვირაში ბაზარზე საუკეთესო სმარტფონი ხდება ხოლმე, წელს კი ამის გაკეთება კიდევ უფრო მარტივი იქნება. (მიუხედავად იმისა რომ წელს დიდი განახლება არ იქნება)
მოგეხსენებათ რომ წელს Apple-ი საშუალო დიაპაზონის განახლებას ამზადებს, არა ისეთს მაგალითად როგორიც 11-დან 12-ზე იყო. ახალ iPhone 13-ში შემდეგ სიახლეებს ველოდებით: ეკრანის განახლების სიჩქარე 120Hz, ოდნავ უფრო დიდი ბატარეა, ოდნავ შემცირებული “Notch” ეკრანზე და გაზრდილი დატენვის სიჩქარე. (ასევე, სულ ახალი ჭორის მიხედვით, Phone 13-ი შეძლებს დაუკავშირდეს დაბალ ორბიტაზე მყოფ თანამგზავრს (LEO)-ს. რაც იმას ნიშნავს რომ მოწყობილობა 4G-სა და 5G-სთან ფიჭური კავშირის გარეშე შეძლებს ინტერნეტის მიღებას, ზარების განხორციელებასა და შეტყობინებების გაგზავნას.
რატომ იქნება საუკეთესო სმარტფონი iPhone 13?
პირველ რიგში, ეს სიახლეები Apple-ის მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია. არსებობს მეორე მიზეზიც, რომელიც პროცესორების სიმცირის გამოა გამოწვეული. მაგალითად პროცესორების სიმცირის გამო Samsung-მა უარი თქვა ახალი Galaxy Note-ის გამოშვებაზე. Apple-ი ამით ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, 2021-2022 წლის პერიოდში მას თითქმის არ ეყოლება კონკურენტი.
- წელს არ იქნება ახალი Galaxy Note;
- Galaxy Z Flip 3 და Z Fold 3 მასობრივ ბაზარზე არ არიან;
- Galaxy S21 თავიდანვე არავისთვის იყო საინტერესო და არც მომავალში იქნება;
- Galaxy S22 მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისში გამოვა;
- Xiaomi Mi 12 ასევე გამოვა მომავალი წლის დასაწყისში;
- Huawei-ს ფლაგმანები საერთოდ არავის აინტერესებს;
- OnePlus საერთოდ არ არის iPhone-თან კონკურეციაში;
ერთადერთი სმარტფონი რომელიც დაახლოებით იმ დროს გამოდის, არის Google Pixel-ი, მაგრამ, მეჰ, არავის სჭირდება, ვიღაცას მოსწონს, თუმცა მას აბსოლუტური უმცირესობა ყიდულობს.