მიუხედავად იმისა, რომ ჭორების მიხედვით ამ წლის ბოლოს ახალ MacBook Pro-ს ველოდებოდით, გავრცელდა ინფორმაცია რომ შეიძლება ასევე გამოვიდეს ახალი MacBook Air-ი, რომლის წარმოებაც 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყება, იგი ახალი iMac-ის მსგავსად სხვადასხვა ფერებში იქნება წარმოდგენილი.
ამ კვირაში გამოქვეყნებულ Tweet-ში DylanDkt წერს, რომ შემდეგი MacBook Air აღჭურვილი იქნება M2 პროცესორით. რაც შეეხება M1 ჩიპს, გაუმჯობესდება M1X პროცესორით, რომელიც განკუთვნილი იქნება Pro Mac მოწყობილობებისთვის. ამ ამბის გამმჟღავნებელს აქამდე ზუსტი ცნობები ჰქონდა M1 iMac-ისა და 2021 iPad Pro-ს შესახებ, რაც გვაფიქრებინებს რომ წყარო ნამდვილად სანდოა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვხვდებით ვარაუდებს ფერადი MacBook Air-ის შესახებ. მაგალითად მაისში, ჯონ პროროსერმა YouTube ვიდეოში აღნიშნა რომ Apple-ს გეგმაში აქვს ახალი MacBook-ებისთვის უფრო მეტი ფერის დამატებას.
სტატიის წყარო : 9to5mac
Discussion about this post