iTunes Gift Card – ახალი საიტი

საქართველოში მცხოვრები ეფლის ტექნიკის მოყვარულები დიდად არ ვართ განებივრებული ეფლის მხრიდან ყურადღებით. წლების განმავლობაში არ გვქონდა ქართული App Store და შესაბამისად, არ შეგვეძლო ქართული საბანკო ბარათებით სერვისების საფასურის გადახდა. გამოსავალი იყო გარკვეული ნომინალის ე.წ. Gift Card-ების შეძენა, სპეციალური კოდის შეყვანა საჭირო ადგილას და, voila! აღნშნული თანხა მყისიერად ჯდებოდა ანგარიშზე. შემდეგ რაიმეს შეძენა უკვე აღარ იყო… Continue reading iTunes Gift Card – ახალი საიტი

სანდრიკო, ეკა და მე

გამარჯობა მეგობრებო, მე აქ წლებია უკვე არ დამიწერია, ხანდახან პოდკასტს თუ დავდებ და ეგ არის. შესაძლოა ამ ბლოგმა ამოწურა თავისი თავი, ან მე არ მაქვს სურვილი წერის, ან კიდევ სხვა რამე მიზეზი შეიძლება იყოს. მაგრამ მე მაწიხებს ის აზრი, რომ ეს ბლოგი წლებია ასეა მოგდებული. არადა, წელს, 27 ივნისს 14 წელი უსრულდება. აბა! ცოტაა განა?… Continue reading სანდრიკო, ეკა და მე

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S06E01]

მოგესალმებით მეგობრებო! როგორც იქნა, აღვადგინე პოდკასტის ჩაწერა და მეექვსე განახლებული სეზონით დაგიბრუნდით :) დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებ ამ თვითიზოლაციის შესახებ, როგორ ვარ, როგორ ვმუშაობ და რაც მთავარია, როგორ ვებრძვი წონის მატებას! ;)

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E04]

დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ: სანდრიკოს პირველი დაბადების დღე წონის კლება გრძელდება რამდენიმე მცირე მიღწევა ვორდპრესში ხელით ნაწერი საიტების იმპორტისას

დოქტორი დელფიუსი ნიკოს პოდკასტში

დღეს თავის გადაცემაში მიმიწვია ნიკო ნერგაძემ. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ უმრავ რამეზე: ტექნოლოგიები, კინო-ეფექტები, სტარ ტრეკი, სტარ ვორზი, ფანტასტიკა და ა.შ. გვისმინეთ, საინტერესო რამეა :)