მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 153 905 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Hakim Ziyech 2020.jpg

ჰაქიმ ზიეშიმაროკოელი ფეხბურთელი. ლონდონის „ჩელსისა“ და მაროკოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. თამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის (განაპირა თავდამსხმელი) პოზიციებზე; უკეთესად თამაშობს მარცხენა ფეხით.

ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებით, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი. 2018-2019 წლების სეზონში დასახელდა უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 2019 წელს The Guardian-მა ზიეში „მსოფლიოს მოქმედ 100 საუკეთესო ფეხბურთელს“ შორის 29-ე ადგილზე დაასახელა.

ზიეშს შეეძლო ეთამაშა როგორც მაროკოს, ისე ნიდერლანდების ნაკრებში. 2015 წელს შედგა მისი დებიუტი მაროკოს ნაკრებში. მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2019 წლის აფრიკის თასზე.

კარიერის უდიდესი ნაწილი (2012-2020) გაატარა ნიდერლანდურ კლუბებში. კარიერა დაიწყო „ჰერენვენში“, სადაც 2012-2014 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ორი სეზონის მანძილზე ირიცხებოდა „ტვენტეში“. ამის შემდეგ მან გაატარა ოთხი სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“. 2020 წლიდან ლონდონის „ჩელსის“ რიგებში ირიცხება.

სხვადასხვა პერიოდში მოირგო 18, 11, 7, 10, 33 და 22 ნომრიანი მაისურები. „ჩელსიში“ 22 ნომრიანი, ხოლო მაროკოს ეროვნულ ნაკრებში – 7 ნომრიანი მაისურით თამაშობს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ფრენსის დრეიკი
ფრენსის დრეიკი (ინგლ. Francis Drake; დაახლ. 154028 იანვარი 1596) — ინგლისელი მეზღვაური და მეკობრე. პირველი ინგლისელი, რომელმაც შეასრულა მოგზაურობა დედამიწის გარშემო 1577-1580 წლებში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესპანეთის უძლეველი არმადის დამარცხებაში. ფრენსისმა 13 წლის ასაკში შეისწავლა ზღვაოსნობა, ხოლო ათი წლის შემდეგ ფლოტში დაიწყო სამსახური და ორჯერ გაცურა აფრიკიდან ამერიკაში, სადაც მონები ჩამოჰყავდა. გზად მათ ხომალდს ესპანელები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დრეიკი ესპანეთის მოსისხლე მტერი გახდა.



HSBild.svg

დღის სურათი

ძველი მთის თავშესაფარი, ბოლცანოს პროვინცია
ძველი მთის თავშესაფარი, ბოლცანოს პროვინცია



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ლაშა შავდათუაშვილი
  • ნაფთალი ბენეთი ისრაელის პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (სურათზე) მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
  • ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რევაზ გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • იცხაკ ჰერცოგი ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • იტალიური როკ-ბენდი Måneskin სიმღერით „Zitti e buoni“ ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული გახდა.
  • ბუნებრივი ეროზიის შედეგად გალაპაგოსზე მდებარე დარვინის თაღი ჩამოიშალა.

  • HSDagensdatum.svg

    17 ივნისი — ამ დღეს...

    ვლად დრაკულა
  • 1462 : ვლად დრაკულა (სურათზე) ღამით, ჩუმად მეჰმედ II–ს ესხმის თავს, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ვლახეთიდან დაეხია.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი : ოპერაცია არიელიმოკავშირეებმა საფრანგეთის ევაკუაცია დაიწყეს გერმანიის მიერ პარიზის აღების შემდეგ.
  • 1940 : საბჭოთა კავშირმა ბალტიის ქვეყნები — ესტონეთი, ლატვია და ლიტვა დაიპყრო.
  • 1944 : ისლანდია დანიას გამოეყო და რესპუბლიკა გახდა.
  • 1953 : ბერლინში საბჭოთა ჯარებმა ფოლკსპოლიცაის დახმარებით აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყება ჩაახშეს.
  • 1969 : ბორის სპასკიმ ტიგრან პეტროსიანი დაამარცხა და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
  • 1971 : იაპონია და აშშ ხელს აწერენ ოკინავის დაბრუნების შეთანხმებას, რომლითაც აშშ ოკინავაზე კონტროლს თმობს.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა