კონტენტზე გადასვლა
წარმოგიდგენთ Airbnb Plus-ს

სახლისთვის დამახასიათებელი კომფორტი და არა მხოლოდ

საცხოვრებლები კარგად მოფიქრებული დიზაინით, გამორჩეული მასპინძლები და დადასტურებული ხარისხი

Airbnb Plus აერთიანებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საცხოვრებლებს, რომელთა მასპინძლებიც შესანიშნავი მიმოხილვებით და დეტალების მიმართ ყურადღებით გამოირჩევიან.

თითოეული საცხოვრებლის ხარისხსა და დიზაინს ჩვენი წარმომადგენელი პირადად ამოწმებს. მათ საპოვნელად ყურადღება მიაქციეთ PLUS ნიშანს განცხადებაში.

კარგად მოფიქრებული დიზაინი

თითოეული Airbnb Plus საცხოვრებელი — იქნება ეს ცალკე ოთახი თუ საცხოვრებელი მთლიანად — უნიკალურია. თქვენ გელით კარგად მოფიქრებული დიზაინი და ყველა სტანდარტული საყოფაცხოვრებო პირობა.
ელისონის მთლიანი საცხოვრებელი სან-ფრანცისკოში

ჩვენი წარმომადგენლის მიერ დათვალიერება

ჩვენი წარმომადგენლები პირადად ამოწმებენ თითოეულ Airbnb Plus საცხოვრებელს, რომ მათში დაცული იყოს ხარისხისა და დიზაინის მაღალი სტანდარტები, თქვენ კი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში.
ლილიან ჯინის მთლიანი კონდომინიუმი შანხაიში

კარგად მოფიქრებული დიზაინი

Airbnb Plus საცხოვრებლები გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გააზრებული დეტალებით — მათი ელეგანტური დიზაინი ლამაზია, განსაკუთრებული ატმოსფერო კი სიმყუდროვის შეგრძნებას შეგიქმნით.
ლილიან ჯინის მთლიანი კონდომინიუმი შანხაიში
მეთის მთლიანი საოჯახო სასტუმრო ლოს-ანჯელესში

კარგად აღჭურვილი

თავი ისე რომ იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში, თქვენ დაგხვდებათ სწრაფი Wi-Fi კავშირი, სმარტ-ტელევიზორები და სრულად აღჭურვილი სამზარეულოები საჭმლის მოსამზადებლად აუცილებელი მინიმუმით. იქვე იქნება:

  • გაფილტრული ან ბოთლის წყალი
  • საჭმლის მოსამზადებლად აუცილებელი მინიმუმი (მათ შორის ზეთი, დანა-ჩანგალი და ჭურჭელი)
  • უთო და ფენი
მეთის მთლიანი საოჯახო სასტუმრო ლოს-ანჯელესში
რობის მთლიანი საცხოვრებელი კეიპტაუნში

კარგად მოვლილი

Airbnb Plus მასპინძლები განსაკუთრებულად ზრუნავენ სისუფთავესა და წესრიგზე საცხოვრებლებში, რომლებიც გარედანაც კი მოვლილი დაგხვდებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ მოწესრიგებულ სააბაზანოებზე წყლის ძლიერი ჭავლით. იქვე იქნება:

  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა გამართულ მდგომარეობაში
  • მოქმედი საკეტები საძინებლებში (თუ ისინი საზიარო სივრცეებში მდებარეობს)
  • სუფთა და მოწესრიგებული სივრცეები
რობის მთლიანი საცხოვრებელი კეიპტაუნში

გამორჩეული მასპინძლები

სტუმართმოყვარე Airbnb Plus მასპინძლები გამოირჩევიან მაღალი შეფასებებით (მინ. 4,8 ვარსკვლავი) და ისეთ დეტალებზე ზრუნვით, როგორიცაა რბილი თეთრეული და სრულად აღჭურვილი სამზარეულოები, რაც თავს შინაურულად გაგრძნობინებთ.

საიმედო დაბინავება

Airbnb Plus საცხოვრებელში დაბინავება მარტივია: მასპინძელი პირადად დაგხვდებათ, ან მინი-სეიფითა თუ ღილაკებიანი პანელით ისარგებლებთ.

პრემიუმ-მხარდაჭერა

Airbnb Plus საცხოვრებლის დაჯავშნის შემთხვევაში Airbnb Plus-ის მომხმარებლების მხარდაჭერის გუნდის წევრები უმოკლეს ვადებში დაგეხმარებიან ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში.

იპოვეთ იდეალური Airbnb Plus საცხოვრებელი მომდევნო მოგზაურობისთვის

უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ PLUS ნიშანს განცხადების ფოტოს ქვეშ.
PLUS დადასტურებული კეიპტაუნი
PLUS დადასტურებული ბარსელონა
PLUS დადასტურებული სიდნეი
PLUS დადასტურებული ლოს-ანჯელესი
PLUS დადასტურებული ფინიქსი

Airbnb Plus საცხოვრებლები მთელ მსოფლიოში

შეარჩიეთ ხარისხსა და კომფორტზე შემოწმებული Airbnb Plus საცხოვრებლებიდან რომელიმე — მაგალითად, ბუნგალო ლოს-ანჯელესის სანაპიროზე ან ტიასიცუ კიოტოში.